ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული ზოგადი შეკითხვები

ქვემოთ მოყვანილი კითხვებისა და პასუხების ფორმატით მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ, ჰორიზონტი 2020-ის პროგრამის მუშაობის სპეციფიკაზე ზოგადი წარმოდგენის შექმნაში.

ვის შეუძლია მიმართოს ჰორიზონტი 2020-ის დაფინანსების მოსაპოვებლად?

ჰორიზონტი 2020 წარმოადგენს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის დაფინანსების პროგრამას. ევროკავშირის ქვეყნებსა და ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებულ ქვეყნებში დაფუძნებული, კერძო და საჯარო სექტორში მოქმედი, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს დაფინანსება იმ პირობით, თუ ისინი ახორციელებენ კვლევას ან ხელს უწყობენ ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებას. შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც, ჰორიზონტი 2020 ასევე აფინანსებს კოორდინაციასა და მხარდამჭერ აქტივობებს, რომლებიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მკვლევართა მხარდაჭერა/ კვლევის შედეგების გავრცელება/დისემინაცია.


რომელ ქვეყნებს აქვთ ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებული ქვეყნის სტატუსი?

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებული ქვეყნის სტატუსი აქვთ შემდეგ ქვეყნებს:

ისლანდია, ნორვეგია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა; მონტენეგრო, სერბეთი, თურქეთი, ისრაელი, მოლდოვა, შვეიცარია, ფარერების კუნძულები, უკრაინა, ტუნისი, საქართველო, სომხეთი.


როგორ მივმართო ჰორიზონტი 2020-ის დაფინანსებას?

ჰორიზონტი 2020-ის დაფინანსების მოპოვება ხდება მონაწილეთა პორტალზე გამოქვეყნებულ კონკურსებში საპროექტო წინადადებების წარდგენის საფუძველზე.

კონკურსებში განსაზღვრულია ის თემატურ სფერო(ები), რომელთა ფარგლებშიც გაიცემა დაფინანსება და მოცემულია თითოეულ სფეროზე გასათვალისწინებელი შეფასების კრიტერიუმი. აღნიშნული კონკურსები ასევე მოიცავს ინფორმაციას ხელმისაწვდომი ბიუჯეტის მთლიანი მოცულობისა და საპროექტო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადის შესახებ. ბოლო ვადა საჭიროა დაიცვათ წუთიერი გაკონტროლებით – დაგვიანებით წარმოდგენილი წინადადებები განხილვას არ ექვემდებარება.

თქვენი ეროვნული საკონტაქტო პირის (NCP) ფუნქციაა, გაგიწიოთ დახმარება/კონსულტაცია თქვენთვის და თქვენი ინსტიტუციისთვის შესაფერისი კონკურსის/დაფინანსების სქემის იდენტიფიცირებაში. ისინი ასევე დაგეხმარებიან იდენტიფიცირებული კონკურში მონაწილეობის მიზნით საჭირო პარტნიორების მოძიებაში, საპროექტო წინადადების წარდგენისა და შეფასების პროცესში.


როგორია ჰორიზონტი 2020-ის პროექტების დაფინანსების განაკვეთები?

ჰორიზონტი 2020-ის პროექტების მართვის გამარტივების მიზნით, მიღებულია დაფინანსების ერთი მარტივი განაკვეთი თითოეულ პროექტზე, იმ პროექტების გამოკლებით, რომლებიც ეხება არაკომერციულ ორგანიზაციათა მონაწილეობას ინოვაციურ პროექტებში.

ესენი არიან:

  • კვლევითი პროექტები: 100% ყველა ტიპის მონაწილეთათვის
  • ინოვაციური პროექტები: 100%-იანი დაფინანსების განაკვეთი არაკომერციული ორგანიზაციებისათვის – 70%-იანი სხვა ყველა ტიპის მონაწილეთათვის
  • არაპირდაპირი ხარჯები (ე.წ. ზედნადები) : 25%-იანი ერთგვაროვანი განაკვეთი

რაზე გავამახვილოთ ყურადღება, რათა მოვამზადოთ კონკურენტუნარიანი საპროექტო წინადადება?

ძირითადი მოთხოვნაა, წაიკითხოთ წინადადებათა წარმოდგენისათვის საჭირო ყველა სახის დოკუმენტაცია, რათა გაერკვეთ მათ მიზნებსა და თემატიკაში და დარწმუნდეთ, რომ თქვენი პროექტის იდეა ზუსტად შეესაბამება იმ მიზანს, რის მიღწევასაც გამოცხადებული კონკურსი გულისხმობს. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული თვალსაზრისი და თვალთახედვა და ხაზი გაუსვათ იმას, რომ თქვენ მიერ შემოთავაზებული პროექტი:

  • გადაჭრის პრობლემას (ბაზრის საჭიროებები)
  • შეიძენს ევროპულ დამატებით ღირებულებასა და ზეგავლენას
  • გაამყარებს ევროგაერთიანების არსებულ პროექტებს
  • წარმოადგენს უპირატესობას და პოლიტიკურ, ან ეკონომიკურ გავლენას
  • მოიცავს თანამშრომლობას დისციპლინებისა და/ან ღირებულებათა ჯაჭვის ფარგლებში

გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ასევე წინადადების ბოლო ვადამდე წარმოდგენისათვის საკმარისი მოსამზადებელი პერიოდის გათვალისწინება და ყველა ფორმალური პირობის დაცვა (გვერდის ნომერი, შრიფტის ზომა და ა.შ.).

თქვენი NCP მოგაწვდით რჩევებს აღნიშნულ ყველა პუნქტთან დაკავშირებით და დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი წინადადების წარმატების შანსი.


როგორ მოვიძიო პარტნიორი ჰორიზონტი 2020-ის პროექტისათვის?

ჩვენ გირჩევთ:

  • გამოიყენოთ თქვენივე არსებული ქსელი
  • ნება მიეცით თქვენს ქსელს იცოდეს, თუ რა საკითხებით ხართ დაინტერესებული
  • დაესწარით ევროკავშირის ღონისძიებებს

NCP-ის ქსელის მიზანია დაეხმაროს ქართველ მონაწილეებს მოიძიონ პროექტის პარტნიორები, მაგალითად, სხვადასხვა ევროპული ქსელის, სხვა NCP-სთან ჩვენი პრივილეგირებული კონტაქტებისა და ევროკომისიასთან ჩვენი მუდმივი კონტაქტების მეშვეობით.


რამდენი ხანი დამჭირდება გავიგო დაფინანსება მოიპოვა თუ არა ჩემს მიერ მომზადებულმა და ჰორიზონტი 2020-ის  კონკურსში წარდგენილმა საპროექტო წინადადება?

ევროკომისიის მიზანია არ გადააჭარბოს 8 თვეს, რომლის პერიოდი გამოითვლება კონკურსში საპროექტო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადის მომენტიდან, საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტამდე:

  • 5 თვის ვადაში ხდება მონაწილეთა ინფორმირება, მათი საპროექტო განაცხადების მეცნიერული შეფასების შესახებ; და
  • 3 თვე (გამარჯვებული საპროექტო წინადადებებისთვის) საგრანტო ხელშეკრულების ხელისმოწერის/საგრანტო გადაწყვეტილებების ცნობის შესახებ.

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტების, ასევე სხვა გამონაკლის დასაბუთებულ შემთხვევებში, საერთო ვადამ შესაძლებელია გადააჭარბოს 8 თვეს.


რა ადმინისტრაციული ეტაპები არსებობს ჰორიზონტი 2020-ის პროექტის მომზადებისა და განხორციელებისათვის?

მთავარი ეტაპები მოიცავს:

  • შესაბამის კონკურსების იდენტიფიცირება და კონკურენტუნარიანი საპროექტო წინადადების მომზადება თქვენი პროექტის პარტნიორებთან ერთად;
  • თქვენი საპროექტო წინადადების, მონაწილეთა პორტალის მეშვეობით, ევროკომისიისთვის წარდგენა;
  • თქვენი საპროექტო წინადადება შეფასდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელიც რეკომენდაციას გაუწევს ევროკომისიას, თუ რომელი წინადადებები უნდა შეირჩეს დასაფინანსებლად. უმაღლესი მნიშვნელობის სამი ძირითადი კრიტერიუმი არსებობს შეფასების პროცესში:
  • გამორჩეულობა, ე.წ. Excellence
  • გავლენა, ე.წ. Impact)
  • განხორციელების ხარისხი და ეფექტურობა

 

  • თქვენი საპროექტო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში, პროექტის კოორინდატორი ორგანიზაცია ხელს მოაწერს საგრანტო ხელშეკრულებას ევროკომისიასთან;
  • პროექტის განხორციელებისას, თქვენი პროექტი შემოწმდება ევროკომისიის მიერ და მოგიწევთ წარმოადგინოთ ანგარიშები პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების პროგრესისა და გაწეული ხარჯების შესახებ.

დაინტერესებული ვარ მონაწილეობა მივიღო ჰორიზონტი 2020-ის სამომავლო პროექტებში. რა უნდა გავაკეთო, თქვენი რჩევით, იმისათვის, რათა შევინარჩუნო აქტიურობა, როგორც თამაშის ერთ-ერთმა მონაწილემ?

ჩვენ გირჩევთ:

  • წაიკითხოთ ევროკავშირის პუბლიკაციები (თეთრი ფურცლები, კავშირები და ა.შ.);
  • გაეცნოთ ევროკავშირის მიმდინარე, თუ დასრულებულ კვლევით პროექტებსა და მათ შედეგებს;
  • გახდეთ ჰორიზონტი 2020-ის საპროექტო წინადადებათა ექსპერტ-შემფასებელი;
  • გაეცნოთ სამუშაო პროგრამათა პროექტებს;
  • თვალი ადევნეთ ევროპის და საერთაშორისო მაღალი რანგის პოლიტიკოსებს სოციალურ მედიაში (Google+, Twitter, LinkedIn ჯგუფები და ა.შ.)
  • გაეცანით ინფორმაციას ევროპულ კვლევებზე მომუშავე ვებგვერდებიდან.

საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირთა ქსელი აწყობს ზოგადი და სპეციფიურ სამეცნიერო მიმართულებებზე საინფორმაციო დღეებს ასევე ინდივიდუალურ კონსულტაციებს, რომლის დროსაც დამსწრე აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია ჰორიზონტი 2020-ის, მიმდინარე თუ მოახლოებული კონკურსების თუ/და კონკრეტულ თემატური კითხვების შესახებ.


შეუძლიათ თუ არა არა-ევროკავშირის ქვეყნებში დაფუძნებულ საშუალო და მცირე საწარმოებს SME ინსტრუმენტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღება?

SME ინსტრუმენტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებულ ქვეყნებში დაფუძნებულ საშუალო და მცირე საწარმოს (SME) ან საშუალო და მცირე საწარმოებისგან (SMEs) შემდგარ კონსორციუმს.

თუმცა, სხვა ქვეყნებში დაფუძნებულ საშუალო და მცირე საწარმოებს (SMEs) შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ქვე-კონტრაქტორის სტატუსით.