EU Prize for Women Innovators 2017

ევროკავშირის ჯილდო 2017 საუკეთესო მეწარმე ქალი-ინოვატორის გამოსავლენად!

ინგლისურენოვანი ვერსია
ჯილდოს მოსაპოვებლად განაცხადების შეტანა ევროკომისიაში შესაძლებელი 2016 წლის 13 სექტემბრიდან 3 ნოემბრამდე.

ქალი ინოვატორებისთვის  2017 წლის ევროკავშირის ჯილდოს მოსაპოვებლად საბუთების მიღება დაწყებულია!

ამ წლის ჯილდო გადაეცემა გამორჩეული მიღწევების მქონე ქალ-მეწარმეებს, რომლებმაც მოახერხეს გამორჩეული ინოვაციების ბაზარზე გატანა. ამ ჯილდოს მიზანია, აამაღლოს ცნობიერება ქალი-მეწარმეების საჭიროებასთან დაკავშირებით და ასევე, შთააგონოს სხვა ქალები, რომ მათ მიბაძონ.

ამ წლის ჯილდოს კონკურსი ღიაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ასოცირებულ ქვეყნებში მცხოვრები ნებისმიერი ეროვნების მქონე ქალისთვის, რომელმაც დააფუძნა ან თანა-დააფუძნა მინიმუმ 100,000 ევროს ბრუნვის მქონე კომპანია.

ახალი თაობის წარმოსაჩენად, 2017 წლის  კონკურსის ფარგლებში, ნიჭიერი ახალგაზრდების კატეგორიაში გაიცემა „ამომავალი ინოვატორების“ ჯილდო, რომელშიც მოიაზრება 30 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე ქალი-მეწარმეები (ენტერპრენერები).

I ჯილდო –  100 000 ევრო;

II ჯილდოს – 50 000 ევრო;

III ჯილდო – 30 000 ევრო;

“ამომავალი ინოვატორის ჯილდოს” ღირებულება 20 000 ევროა.

ინგლისურენოვანი ვერსიის სანახავად გადადით ამ ლინკზე

კონკურსში მონაწილეობის წესების სანახავად გადადით ამ ლინკზე