“აწარმოე ირლანდიაში” აცხადებს კონკურს მკვლევარებისთვის

“აწარმოე ირლანდიაში” აცხადებს ეროვნულ ტექნოლოგიურ ცენტრში მოქმედი „Career Development Fellowships and Technology Gateway“ პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების მიზნით, კონკურსის მეორე და საბოლოო ეტაპს. ვრცლად

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს (SEDA) მიერ გამოცხადებული პოსტ-სადოქტორო კვლევების ხელშეწყობის კონკურსი

ლატვიის  განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს (SEDA) მიერ, „პოსტ-სადოქტორო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულია კვლევითი განაცხადების შერჩევის მეოთხე კონკურსი.  ვრცლად

ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსი და ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის შექმნა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილმა ვითარებამ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა მეცნიერებისა და ინოვაციების მნიშვნელობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკომისიამ მოახდინა 122 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური სახსრების მობილიზება. აღნიშნული თანხა მოხმარდება სამეცნიერო-კვლევითი თუ ინოვაციური გადაწყვეტილებებით აღნიშნული კრიზისის დაძლევის გზების კვლევას. შედეგად, ევროკომისიამ ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში, გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული 5 სპეციალური კონკურსი. ვრცლად

მიიღე მონაწილეობა პან-ევროპულ ჰაკატონში: #EUvsVirus

ევროკომისია გეგმავს ფართომასშტაბიან პან-ევროპული ჰაკატონის გამართვას, რომლის მიზანია კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება.

ჰაკატონი ჩატარდება 2020 წლის 24-26 აპრილს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ინოვატორებს, სტარტ-აფებს, გამომგონებლებს, სახელმწიფო და კერძო ბაიერებს, საცალო მოვაჭრეებს, მომხმარებლებს, ა.შ. #EUvsVirus hackathon თანაორგანიზატორი არის ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად. ვრცლად