ევროკომისიამ დაამტკიცა ჰორიზონტი 2020 სამუშაო პროგრამები – 2018-2020

 

2017 წლის 27 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა, თუ როგორ დახარჯავს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის – “ჰორიზონტი 2020”-ის ბიუჯეტში არსებულ 30 მილიარდ ევროს 2018-2020 წლებისთვის. თანხა ასევე ითვალისწინებს €2.7 მილიარდს, რომელიც განკუთვნილია ევროპული ინოვაციების საბჭოს ჩამოყალიბებისთვის.

 

“ჰორიზონტი 2020”, ევროკავშირის €77 მილიარდიანი კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების პროგრამა, მხარს უჭერს ევროპაში მეცნიერების განვითარებას და ხელს უწყობს ისეთ მაღალკვალიფიციურ სამეცნიერო მიღწევებს, როგორებიცაა ეგზოპლანეტებისა და გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კომისია შეეცდება, კვლევის დაფინანსების ეფექტიანობის გაზრდას უფრო ნაკლები რაოდენობის, მაგრამ ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის თემებზე ორიენტაციით, როგორებიცაა მიგრაცია, უსაფრთხოება, კლიმატი, სუფთა ენერგია და ციფრული ეკონომიკა. “ჰორიზონტი 2020” ასევე იქნება უფრო მეტად მიმართული მიღწევების გაზრდისკენ, ახალი ბაზრის შემქმნელი ინოვაციისკენ.

 

როგორც კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციის კომისარმა, კარლოს მოდესმა განაცხადა: “ხელოვნური ინტელექტი, გენეტიკა, ბლოკჩეინი: მეცნიერება დღევანდელ ყველაზე პერსპექტიული გარღვევის ინოვაციების ბირთვშია. ევროპა მსოფლიო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ლიდერია და ინოვაციების სტიმულირებაში ძირითად როლს ითამაშებს. ევროკომისია ახორციელებს ერთობლივ ძალისხმევას, მათ შორის ევროპული ინოვაციების საბჭოსთან ერთად, რომელიც დღეს პირველ ნაბიჯებს დგამს, რომ ევროპის მრავალ ინოვატორს შეუქმნას პლაცდარმი, რათა ისინი გახდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები.”

 

გამრღვევი და ახალი ბაზრის შემქმნელი ინოვაციების მხარდაჭერა

ევროკომისია ახლა იწყებს ევროპული ინოვაციების საბჭოს პირველ ფაზის განხორციელებას. 2018-2020 წლებში კომისია მობილიზებას გაუკეთებს €2.7 მილიარდს “ჰორიზონტი 2020” პროგრამიდან, რათა მხარი დაუჭიროს მაღალი რისკისა და მაღალი მოგების მქონე ინოვაციებს მომავლის ბაზრების შესაქმნელად. უფრო მეტიც, “ჰორიზონტი 2020” უკეთესად გამოიყენებს საკუთარი “გამოწვევების დაძლევის” ჯილდოებს, რათა უზრუნველყოს გამრღვევი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები იმ გადაუდებელ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ევროპის კონტინენტის მოქალაქეები დგანან.

 

პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ორიენტაცია

2018-2020 წლების სამუშაო პროგრამა ყურადღებას გაამახვილებს უფრო ნაკლები რაოდენობის თემებზე, რომლებსაც შედარებით დიდი ბიუჯეტი აქვს, რაც პირდაპირ ეხმიანება კომისიის პოლიტიკურ პრიორიტეტებს:

  • ნახშირბადის დაბალი მაჩვენებელი, კლიმატის მდგრადი მომავალი: €3.3 მილიარდი
  • ცირკულარული ეკონომიკა: €1 მილიარდი
  • ევროპული ინდუსტრიისა და მომსახურების დიგიტალიზაცია და ტრანსფორმაცია: €1.7 მილიარდი
  • უსაფრთხოების კავშირი: €1 მილიარდი
  • მიგრაცია: €200 მილიონი

 

€2.2 მილიარდი გამოიყოფა სუფთა ენერგის პროექტებისთვის ოთხი ურთიერთდამოკიდებული არეალისთვის: განახლებადი წყაროებისთვის, ენერგოეფექტური შენობებისთვის, ელექტრო-მობილურობისთვისა და ენერგიის დაგროვების გადაწყვეტილებებისთვის, რაც მოიცავს €200 მილიონს ევროპაში მომავალი თაობის ელექტრო ელემენტების განვითარებასა და წარმოების ხელშეწყობას.

2018-2020 წლებისთვის დამტკიცებული სამუშაო პროგრამები.

ლურჯი ცისკვლევის სტიმულირება

ამავდროულად, “ჰორიზონტი 2020” განაგრძობს “ცნობისმოყვარეობით ორიენტირებული მეცნიერების” (ხშირად მოხსენიებული, როგორც “ლურჯი ცის მეცნიერება” ან “frontier research”) დაფინანსებას. 2018 წლის ევროპული კვლევების საბჭოს ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა, რომელიც აგვისტოში მიიღეს, შესაძლებელს გახდის, გამორჩეული მკვლევრების დაახლოებით €1.86 მილიარდით დაფინანსებას. Marie Skłodowska-Curie Actions, რომელიც აფინანსებს მკვლევართა გაერთიანებებს მათი კარიერული კიბის ნებისმიერ საფეხურზე, მიიღებს €2.9 მილიარდიან დაფინანსებას 3 წლის განმავლობაში.

 

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება

ახალი სამუშაო პროგრამა ასევე აძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობას კვლევისა და ინოვაციების სფეროში. იგი €1 მილიარდის ინვესტირებას ჩადებს 30 ფლაგმანის ინიციატივაში ორმხრივი სარგებლის ფარგლებში. მაგალითად, კანადასთან ფლაგმანი ინიციატივა მოიცავს – პერსონალიზირებული მედიცინის სფეროში თანამშრომლობას, აშშ-სთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, სინგაპურთან, ავსტრალიასთან – ავტოსატრანსპორტო ავტომატიზაციის საკითხებზე, ინდოეთთან – წყალთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ხოლო აფრიკულ ქვეყნებთან  სურსათის უვნებლობასა და განახლებად ენერგიაზე მუშაობას.

 

გამორჩეულობის გავრცელება (spreading excellence)

2018-2020 წლებში “ჰორიზონტი 2020”-ის ფარგლებში €460 მილიონი გამოიყოფა სპეციალურად წევრი სახელმწიფოებისა და იმ ასოცირებული ქვეყნების მხარდასაჭერად, რომლებსაც პროგრამაში საკუთარი სრული პოტენციალით არ მიუღიათ მონაწილეობა. მიზანი არის ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ გამორჩეული კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გამოვლენა. გარდა ამისა, პროგრამა ასევე განაგრძობს ევროპული სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდებთან უფრო ახლო სინერგიების/მეტი თანამშრომლობის წახალისებას.

 

ღია მეცნიერება

პროგრამა გულისხმობს მკვეთრ ცვლილებას ღია მეცნიერების წახალისებისკენ, კვლევის შედეგების სამეცნიერო პუბლიკაციბში გამოქვეყნებიდან კვლევის პროცესში ცოდნის უფრო სწრაფი გაზიარებისკენ გადასვლით. €2 მილიარდი მიიმართება ღია მეცნიერების მხარდასაჭერად, €600 მილიონი გამოიყოფა “ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლისთვის” (European Open Science Cloud), ევროპული მონაცემთა ინფრასტრუქტურისა და მაღალი ხარისხის კომპიუტერული სისტემებისთვის.

 

 

“ჰორიზონტი 2020” არის ევროკავშირის ყველა დროის ყველაზე დიდი კვლევითი და ინოვაციური პროგრამა €77 მილიარდიანი ბიუჯეტით 7 წელიწადზე მეტის განმავლობაში (2014-2020). მაშინ, როდესაც კვლევითი და ინოვაციური აქტივობების უმეტესობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ან არ დაწყებულა, პროგრამა უკვე აჩვენებს შედეგს.

 

“ჰორიზონტი 2020”-ის მკვლევარებმა წვლილი შეიტანეს ისეთ ძირითად აღმოჩენებში, როგორებიცაა ეგზოპლანეტები, ჰიგსის ბოზონი და გრავიტაციული ტალღები. სულ ცოტა 19-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა მიიღო ევროკავშირის კვლევითი დაფინანსება ჯილდოს მიღების შემდეგ ან მანამდე.

 

2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, “ჰორიზონტი 2020”-მა საერთო ჯამში დააფინანსა €26.65 მილიარდის მოცულობის 15 000-ზე მეტი გრანტი, საიდანაც თითქმის €3.79 მილიარდი მცირე და საშუალო საწარმოებში ჩაიდო. პროგრამამ ასევე უზრუნველყო კომპანიები, კერძოდ მცირე და საშუალო ბიზნესები €17 მილიონზე მეტი ღირებულების რისკის დაფინანსებით “InnovFin – ევროკავშირის ინოვატორების დაფინანსების” სქემის ფარგლებში. გარდა ამისა, 3,143-მა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მთავარმა მკვლევრამა (PI) მასპინძელი ორგანიზაციებიდან და 10,176-მა Marie Skłodowska-Curie Actions-ის წევრმა მიიღი თითქმის €4.87 მილიარდი და €2.89 მილიარდი (შესაბამისად) ღირებულების გრანტი.

 

“ჰორიზონტი 2020”-ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის მიღების პარალელურად მიღებულ იქნა ევრატომის სამუშაო პროგრამა 2018, რომელიც €32 მილიონის ინვესტიციას დებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვისა და განკარგვის კვლევაში. ის ასევე  შეიმუშავებს კვლევის საგზაო რუკას ბირთვული ელექტროსადგურების უსაფრთხო დეკომისიისთვის, რათა შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და ხარჯები.

ინგლისურენოვანი ვერსია

ჰორიზონტი 2020-ის სამუშაო პროგრამებში (2018-2020) გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობა –  WP 18-20 International Cooperation Flagships

2018-2020 წლებისთვის დამტკიცებული სამუშაო პროგრამები.