ევროპული კვლევების საბჭო

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) მხარს უჭერს მოწინავე კვლევებს, მულტიდისციპლინარულ წინადადებებს და ინოვაციურ იდეებს ახალ და განვითარებად სფეროებში, რომელიც ნერგავს არატრადიციულ და ახლებურ მიდგომებს. ევროპული კვლევების საბჭოს მისიაა, კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევების განხორციელებას ევროპაში და მხარი დაუჭიროს ძიებაზე ორიენტირებულ მოწინავე კვლევებს ყველა სფეროში, სამეცნიერო გამორჩეულობის გათვალისწინებით. ევროპული კვლევების საბჭო დაფინანსების სქემის განხორციელებისთვის ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში განსაზღვრულია 13 095 მლნ ევრო.

ევროპული კვლევების საბჭოს მთავარი პრინციპები:

  • 1 მკვლევარი; 1 მასპინძელი დაწესებულება; 1 პროექტი; შერჩევის 1 კრიტერიუმი: სამეცნიერო გამორჩეულობა;
  • არ არის საჭირო კონსორციუმი, ქსელები და თანადაფინანსება;
  • განაცხადები შესაძლოა გაკეთდეს კვლევის ნებისმიერ სფეროში, მათ შორის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში;
  • დამოუკიდებელ მკვლევარებს მთელი მსოფლიოდან, ასაკის და კარიერული საფეხურის მიუხედავად, შეუძლიათ მონაწილეობის მიღება;
  • მასპინძელმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პირობები მკვლევარისთვის, რათა მან შეძლოს კვლევისა წარმართვა და დაფინანსების მართვა;
  • გრანტი „პორტატიულია“ და შესაძლებელია მისი გადატანა სხვა მასპინძელი დაწესებულებაში, გრანტის მფლობელის სურვილის შესაბამისად;
  • კვლევა უნდა განხორციელდეს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს ან ასოცირებული სახელმწიფოებიდან ერთერთში.

რა ტიპის გრანტებს აფინანსებს ევროპული კვლევებისა საბჭო (ERC)?

  • ERC გრანტი დამწყები მკვლევარებისთვის (ERC Starting Grant)- ახალგაზრდა, საწყის კარიერულ ეტაპზე მყოფი მკვლევარებისთვის (დოქტორანტურის შემდეგ გასულია 2-7 წელი) – 1.5 მილიონიანი ბიუჯეტით, 5 წლის განმავლობაში;
  • ERC გრანტი-კონსოლიდატორი (ERC Consolidator Grant)- უკვე დამოუკიდებელი, გამორჩეული მკვლევარებისთვის (7-12 წელი, დოქტორანტურის შემდგომ გასულია 7-12 წელი) – 2 მილიონიანი ბიუჯეტით, 5 წლის განმავლობაში;
  • ERC მოწინავე გრანტი (ERC Advanced Grant) – უფროსი მკვლევარი ლიდერებისთვის, მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევებით ბოლო 10 წლის მანძილზე – 2.5 მილიონიანი ბიუჯეტით, 5 წლის განმავლობაში;
  • ERC კვლევითი იდეის დამტკიცების გრანტები (ERC Proof of Concept Grants) – ERC-ს გრანტის მფლობელებისთვის, რომელთაც სურთ ბაზრის შემოწმება და/ან ERC პროექტებით განხორციელებული კვლევების შედეგების ინოვაციური პოტენციალის შემოწმება – 150.000 ევრო 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში.