მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA)

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA) ითვალისწინებს კარიერის ყველა ეტაპზე მყოფი მკვლევარების საგრანტო დაფინანსებას – იქნება ეს დოქტორანტი თუ დიდი გამოცდილების მქონე მკვლევარი. მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსნაციონალურ, ინტერსექტორულ და ინტერდისციპლინარულ მობილობას. მასირა სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები შესაძლებლობას აძლევს კვლევაზე-ორიენტირებულ ორგანიზაციებს (უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს თუ კომპანიებს), უმასპინძლონ ნიჭიერ უცხოელ მკვლევარებს და დაამყარონ სტრატეგიული თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთან.

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) მიზანია აღჭურვოს მკვლევარები საჯარო თუ კერძო სექტორში წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებით და საერთაშორისო გამოცდილებით. პროგრამა პასუხობს მკვლევარების წინაშე მდგარ გამოწვევებს და სთავაზობს მათ მომხიბვლელ სამუშაო პირობებს და აკადემიურ თუ სხვა გარემოში მობილობის შესაძლებლობას.

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) ღიაა კვლევისა და ინოვაციის ყველა მიმართულებისათვის – დაწყებული ფუნდამენტური კვლევიდან დამთარებული ბაზარზე დამკვიდრებული და ინოვაციური მომსახურებებით. აპლიკანტებს (ინდივიდუალურ პირებს და/ან ორგანიზაციებს), „ქვემოდან-ზემოთ“ პრინციპზე დაყრდნობით, თავისუფლად შეუძლიათ აირჩიონ მათთვის საინტერესო კვლევისა და ინოვაციის მიმართულებები.

მარია სკლოდოვსკაკიურის აქტივობების ტიპები:
“ინოვაციური ტრეინინგ ქსელები (ITN)” :
“ინოვაციური ტრეინინგ ქსელები (ITN)” ხელს უწყობს კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ერთობლივ კვლევით ტრეინინგებს და/ან სადოქტორო პროგრამებს, რომლებსაც ახორციელებენ უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუციებისა და არა-აკადემიური ორგანიზაციებისგან შემდგარი ევროპული პარტნიორებები. კვლევითი ტრეინინგ პროგრამები ითვალისწინებს გამოცდილების მიღებას აკადემიური გარემოს ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, გამოცდილებაში იგულისხმება ინოვაციური და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაც. “ინოვაციური ტრეინინგ ქსელები (ITN)” მოიცავს ინდუსტრიულ დოქტორანტურას, რომელშიც, მკვლევარის დროისა და ხელმძღვანელობის თვალსაზრისით,  არა-აკადემიური ორგანიზაციები ასრულებენ იგივე როლს, რასაც უნივერსიტეტები. ხოლო ერთობლივი ევროპული დოქტორანტურის შემთხვევაში, სადოქტორო ხარისხებს ანიჭებს რამდენიმე უნივერსიტეტი.  “ინოვაციური ტრეინინგ ქსელები (ITN)”-ს აქტივობაში არა-ევროპული ორგანიზაციებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება  დამატებითი პარტნიორების რანგში, რითაც დოქტორანტ-კანდიდატებს, მათი ტრეინინგების პერიოდში, ევროპის ფარგლებს გარეთ გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.

საერთაშორისო და ინტერსექტორალური თანამშრომლობა კვლევებსა და ინოვაციებში ჩართული პერსონალის გაცვლის გზით (RISE):
RISE-ის მიზანია ხელი შეუწყოს კარიერის ნებისმიერ საფეხურზე მყოფი პერსონალის მობილობას, რომლებიც ჩართულნი არიან კვლევითი და ინოვაციური საქმიანობაში.  აღნიშნული აქტივობა განკუთვნილია როგორც ყველაზე ახალგაზრდა (post-graduate) თანამშრომლისთვის, ასევე ყველაზე უფროსი (ხელმძღვანელობა) თანამშრომლისათვის, მათ შორის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისათვის. მარია სკლოდოვსკა-კიურის ამ ტიპის აქტივობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებსა და არა-აკადემიური ორგანიზაციებისგან შემდგარ პარტნიორობებს ევროპის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ. მსოფლიო თანამშრომლობის თვალსაზრისით, შესაძლებელია აკადემია-აკადემია გაცვლით აქტივობებიც.

ინდივიდუალური სამეცნიერო-სასწავლო სტიპენდიები: მხარს უჭერს გამოცდილი მკვლევარების მობილობას ქვეყნებს შორის, არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ ასევე არა-აკადემიურ სექტორშიც (Society and Enterprise):
ინდივიდუალური სამეცნიერო-სასწავლო სტიპენდიები მხარს უჭერს მკვლევართა მობილობას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული სტიპენდიების მიზანია მოიზიდოს საუკეთესო უცხოელი მკვლევარები ევროკავშირში სამუშაოდ. აღნიშნული სტიპენდიებით გათვალისწინებული გრანტი ჩვეულებრივ ფარავს მკვლევარის 2 წლის ხელფას, მობილობის ფინანსურ დახმარებას (mobility allowance), კვლევით ხარჯებს და მასპინძელი ინსტიტუტის ზედნადებ(ებ)ს.

ინდივიდუალური მკვლევარი, დაფინანსების მოსაპოვებლად, წარადგენს საპროექტო წინადადებას წინასწარ შერჩეულ მასპინძელ ორგანიზაციასთან მჭიდრო კოორდინაციით. საპროექტო წინადადება შეირჩევა მისი კვლევითი ხარისხის, მკვლევარის სამომავლო კარიერული პერსპექტივისა და მასპინძელი ორგანიზაციის მხარდაჭერის საფუძველზე. სტიპენდიანტ-მკვლევარებს შეუძლიათ თავიანთი ე.წ. fellowship-ის გარკვეული ნაწილი ევროპის სხვა ქვეყანაში გაატარონ, თუ ასეთი მივლინება მათი საპროექტო წინადადების იმპაქტს გაზრდის. ის სტიპენდიანტ-მკვლევარებს, რომლებიც ხელახლა იწყებენ (უბრუნდებიან) კვლევით კარიერას ევროპაში, შეუძლიათ ისარგებლონ განსაკუთრებული მონაწილეობის უფლებებით და პირობებით (special eligibility conditions).

რეგიონალური, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების თანადაფინანსება (co-funding), რომელიც აფინანსებს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში მობილობის მქონე სამეცნიერო-სასწავლო სტიპენდიებს.
მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები ასევე ითვალისწინებს რეგიონალური, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებისთვის დამატებით დაფინანსებებს. COFUND programmes ხელს უწყობს მკვლევართა გადაადგილებას (მობილობას) და მათ სთავაზობს კარგ სამუშაო პირობებს. აღნიშნული სქემა განკუთვნილი სადოქტორო პროგრამებისა და სამეცნიერო-სასწავლო სასტიპენდიო პროგრამებისთვის (fellowship programmes)

ევროპელ მკვლევართა ღამე  (NIGHT):
ეს არის ევროპის მასშტაბით გასამართი საჯარო ღონისძიება, რომლის მიზანია კვლევითი კარიერისადმი ინტერესის სტიმულირება მოახდინოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.  ამ ინსტრუმენტით გათვალისწინებული აქტივობები ფოკუსირდება ფართო საზოგადოებაზე და შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვა ფორმებით, მაგალითად, პრაქტიკული ექსპერიმენტები, სამეცნიერო შოუები, დებატები, კონკურსები ან ქუიზები. NIGHT ტარდება ყოველწლიურად, ჩვეულებრივ სექტემბრის თვის ბოლო პარასკევს. კონკურსი ცხადდება 2 წელიწადში ერთხელ. შემდეგი კონკურსი გამოცხადდება იგეგმება 2017 წლის მეორე ნახევარში.

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების სწრაფი გზამკვლევი:

ქვემოთ მოცემული ცხრილი დაგეხმარებათ, სწრაფად მოახდინოთ მარია სკლოდოვსკა-კიურის თქვენი პროფილის შესატყვისი  აქტივობის იდენტიფიცირებაში

მასპინძელი ორგანიზაციას შეაქვს განაცხადი

ინდივიდუალურ პირებს მასპინძელ ორგანიზაციასთან ერთად შეაქვთ განაცხადი

ფონდი/დამფინანსებელ სააგენტოს შეაქვს განაცხადი

თქვენ გაქვთ 4 წელზე ნაკლები კვლევითი გამოცდილება
(მაგ: მუშაობთ სადოქტოროზე) (დამწყები მკვლევარი)
ინოვაციური ტრეინინგ ქსელები (ITN)
კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით მომუშავე პერსონალის გაცვლა  (RISE)
რეგიონალური, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების თანადაფინანსება (COFUND)
გაქვთ 4 წელზე მეტი კვლევითი გამოცდილება ან გაქვთ დოქტორის ხარისხი (PhD)
კვლევებისა და ინოვაციის მიმართულებით მომუშავე პერსონალის გაცვლა (RISE)
ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევით სტიპენდიები (IF)
რეგიონალური, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების თანადაფინანსება (COFUND)
მენეჯმენტი და ტექნიკური პერსონალი      
კვლევებისა და ინოვაციის მიმართულებით მომუშავე პერსონალის გაცვლა (RISE)
ღონისძიებები
ევროპული კვლევების ღამე (NIGHT)

 

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები შესახებ ინგლისურენოვან ინფორმაციისათვის გადადით ამ ბმულზე