მონაწილეობის წესები

5 მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის მისაღებად

ნაბიჯი 1 – შესაბამისი საკონკურსო თემის პოვნა
ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ‘ჰორიზონტი 2020’  ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მონაწილეთა პორტალზე და ჩვენს ვებგვერდზე. კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია როგორც წინა პროგრამების (FP7 და CIP), ასევე  ‘დაფინანსების სხვა შესაძლებლობების’ სექციაში.

თუ პირველად აკეთებთ განაცხადს და ჯერ კიდევ არ იცნობთ ევროკავშირის პროგრამებს, მიზანშეწონილია, გაეცნოთ ჰორიზონტი 2020-ის ონ-ლაინ სახელმძღვანელოს (Horzon 2020 Online Manual). ეს დაგეხმარებათ, შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი პროგრამა, თქვენი საქმიანობის სფეროსა და პროფილის მიხედვით. ამას გარდა, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი კვლევის თემის მიხედვით, საძიებო სიტყვების მოშველიებით მოძებნოთ  და ამგვარად, გაფილტროთ კონკურსების ჩამონათვალი.

თქვენს ქვეყანაში მომუშავე ეროვნული საკონტაქტო პირების სისტემა დაგეხმარებათ, შეარჩიოთ თქვენი პროფილისათვის შესაფერისი კონკურსი. მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დახმარებას უწევს საწარმოთა ევროპული კავშირის (Enterprise Europe Network) მიერ.

ნაბიჯი 2 – პროექტის პარტნიორების პოვნა ან ინდივიდუალური რეგისტრაცია
კოლაბორაციული პროექტები: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების უმეტესობა კოლბაორიაციული ტიპისაა. აღნიშნული გულისხმობს კონსორციუმ(ებ)ის შექმნას, რომელიც შედგება ევროკავშირის ქვეყნებსა და/თუ ჰორიზონტი 2020-ის პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებში დაფუძნებული სულ მცირე სამი ორგანიზაციისგან.  აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მხარდაჭერით ფუნქციონირებს სხვადასხვა პარტნიორთა საძიებო სერვისი (partner search service), რომელის მიზანია ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შესაბამისი პარტნიორების მოძიებაში გაიწოს დახმარება.  აღნიშნული სერვისებზე შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენი თანამშრომლობის შეთავაზება.

ჰორიზონტი 2020 მიზანია, გააფართოვოს ევროკავშირის საერთაშორისო კვლევებში თანამშრომლობა, შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია არა-ევროკავშირის ქვეყნების მკვლევარებთან თანამშრომლობისა და მათთან ერთად პროგრამაში მონაწილეობის უფრო მეტი შესაძლებლობები.

ინდივიდუალური მკვლევარი ან გუნდი:  შესაძლებელია აგრეთვე, განაცხადი გააკეთოთ, როგორც ინდივიდუალურმა მკვლევარმა. ასეთი განაცხადები, როგორც წესი, ძირითადად ფინანსდება ჰორიზონტი 2020 ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) და მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) ფარგლებში, ხოლო ინდივიდუალურ მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ, მიმართონ ჰორიზონტი 2020-ის მცირე და საშუალო საწარმოების ინსტრუმენტს (H2020 SME instrument).

ნაბიჯი 3 – პროფილის შექმნა მონაწილეთა პორტალზე
თუ თქვენ უკვე დარეგისტრირებული ხართ მონაწილეთა პორტალზე, ან ე.წ. ECAS, როგორც მომხმარებელი, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი პროფილი მომავალში საპროექტო წინადადებების წარდგენისათვის. ამისთვის გჭირდებათ მხოლოდ ერთი პროფილი მონაწილეთა პორტალის დაცულ სერვისებზე.

თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ შექმნილი პირადი პროფილი, დააჭირეთ მონაწილეთა პორტალის ძირითად მენიუში მარჯვნივ მდებარე რეგისტრაციის ღილაკს.

ნაბიჯი 4 – თქვენი ორგანიზაციის რეგისტრაცია
პირველ რიგში, სარეგისტრაციო გვერდზე შეამოწმეთ დარეგისტრირებულია თუ არა თქვენი ორგანიზაცია. მხოლოდ იმ შემთხვევაში დაარეგისტრირეთ თქვენი ორგანიზაცია, თუ ვერ იპოვით თქვენს ორგანიზაციას ძებნის შედეგად ჩამოშლილ ჩამონათვალში. ორგანიზაციის დარეგისტრირებისთვის დააჭირეთ შესაბამის ღილაკს: Register Organization.

ევროკომისიას აქვს იმ ორგანიზაციების ონლაინ რეესტრი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ან/და განათლების, აუდიო ვიზუალურ და კულტურულ პროგრამებში. აღნიშნული რეესტრი უზრუნველყოფს მასში დარეგისტრირებული ორგანიზაციების ოფიციალურ მონაცემებზე წვდომას და თავიდან გვაცილებს ერთ და იმავე ინფორმაციაზე მრავალჯერად მოთხოვნას.

თუ გსურთ შეთავაზებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება, საჭიროა თქვენი ორგანიზაციის დარეგისტრირება და შესაბამისი 9 ნიშნიანი მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდის (PIC) აღება. 9 ნიშნა კოდი თქვენი ორგანიზაციის უნიკალური იდენტიფიკატორია, რომელსაც ევროკომისია იყენებს ნებისმიერი სახის ურთიერთობაში.

ნაბიჯი 5 – საპროექტო წინადადების წარდგენა ევროკომისიაში
თქვენი საპროექტო წინადადების წარდგენისთვის, გჭირდებათ თქვენს მიერ შერჩეული საკონკურსო თემის ვებგვერდზე, სექციაში – ‘ელექტრონული საპროექტო წინადადების წარდგენა’ შესვლა. საპროექტო წინადადების გაგზავნისათვის აუცილებელი სტანდარტული ფორმების შესავსებად და შემგომ თქვენი საპროექტო წინადადების ევროკომისიაში გასაგზავნად, საჭიროა, რომ გააქტიურებული (logged in)  გქონდეთ თქვენი პროფილი მონაწილეთა პორტალზე.