საინფორმაციო დღე “ევროპის კოოპერაცია მეცნიერებასა დ ტექნოლოგიებში – COST და ევროკავშირის პროგრამებიდან დაფინანსების მოზიდვის სხვა შესაძლებლობები”

2017 წლის 20 დეკემერს 16.00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო დღე “ევროპის თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში – COST და ევროკავშირის პროგრამებიდან დაფინანსების მოზიდვის სხვა შესაძლებლობები”.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს COST-ის ასოციაციის წარმომადგენელმა, სამეცნიერო მიმართულების ოფიცერმა ნი ინგა დადეშიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია COST actions-ით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.

 

საინფორმაციო დღეზე მარი სკლადოვსკა კიურის აქტივობების შესახებ მოხსენება გააკეთა ჰორიზონტი 2020-ის საკონტაქტო პირების ეროვნულმა კოორდინატორმა ქ-ნი ნათია გაბიტაშვილმა.

 

ჯანმრთელობის მიმართულების 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენა ჰორიზონტი 2020-ის მიმართულების – ჯანმრთელობა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა  ეროვნულმა საკონტაქტო პირმა ქ-ნი მაია ოკუჯავამ.

პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც მომხსენებლმებმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხეს.