კონკურსი ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ქსელების შექმნაზე

ევროკომისიის ინიციატივით Horizon 2020 ფარგლებში გამოცხადდა ახალი კონკურსი ხელოვნური ინტელექტის სფეროში მკვლევართა 4 ქსელის დაფინანსების მიზნით. კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 50 მილიონ ევროს და ემსახურება ხელოვნური ინტელექტის სფეროში ევროპული შესაძლებლობების გაზრდას.

 

თანხის ძირითადი ნაწილი, 48 მილიონი ევრო, მიმართული იქნება ფუნდამენტურ კვლევებზე, ინდუსტრიულ თანამშრომლობას ხელშეწყობასა და სადოქტორო პროგრამების შემუშავებაზე. ხოლო დარჩენილი 2 მილიონი ევრო მოხმარდება კვლევით ცენტრებს შორის კოორდინაციას, მაგალითად, სხვადასხვა უნარების განვითარების სემინარების მოწყობას.

 

აღნიშნული კონკურსი მკვეთრად ორიენტირებულია აკადემიური დაწესებულებებზე, თუმცა ზემოაღნიშნულ 4 ქსელში ასევე წარმოდგენილი იქნებიან ინდუსტრიული კვლევითი ჯგუფები.

 

ევროკომისიის რეკომენდაციით, სასურველია თითოეულ ქსელს უხელმძღვანელოს ხელოვნური ინტელექტის თემაზე მომუშავე და მთავარ კვლევითი ცენტრებში მოღვაწე წამყვანმა ფიგურამ.

 

საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 13 ნოემბერი.

 

გამარჯვებულები გამოვლინდებიან  2020 წლის აპრილში, განაცხადების წარდგენიდან 5 თვეში. საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდება 2020 წლის ივლისის თვეში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია.