მიმდინარე წლის 15 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართება ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) პილოტის Roadshow. ღონისძიება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩატარდება.
ევროპული ინოვაციების საბჭოს წარმომადგენლები საინფორმაციო დღეზე დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ ახლად შექმნილი ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) მიზნებს, დაფინანსების ინსტრუმენტებს და მასში მონაწილეობის წესებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპული ინოვაციების საბჭო (EIC) შეიქმნა 2017 წელს და საპილოტო რეჟიმით მუშაობს. 2 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე, ევროპული ინოვაციების საბჭო მიზნად ისახავს, კონკურსის წესით, ისეთი ამბიციური, კოლაბორაციული კვლევითი პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა მიზანია რადიკალური და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება. ევროპული ინოვაციების საბჭოს მიზანს წარმოადგენს გამრღვევი ინოვაციების ფინანსური მხარდაჭრა და ინოვაციური საწარმოების პოტენციალის მასშტაბირების ხელშეწყობა. ვინაიდან ამგვარი ინოვაციები მაღალი რისკის მატარებლები არიან კერძო ინვესტორებისთვის. ევროპული ინოვაციების საბჭო თავისი არსით one-stop-shop სერვისების მიმწოდებელი იქნება.
ევროპული ინოვაციების საბჭო (EIC) ინოვატორებს დაეხმარება:
- მომავლის ბაზრების შექმნაში,
- კერძო ფინანსების მართვაში, და
- მათი კომპანიების მასშტაბირებაში.
ევროპული ინოვაციების საბჭო თავის მიზნებს განახორციელებს დაფინანსების ორი ინსტრუმენტით: EIC Pathfinder და EIC Accelerator.
EIC Pathfinder გასცემს გრანტებს ტექნოლოგიური მზაობის ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიებისთვის, პრე-კომერციალიზაციის ეტაპამდე. ხოლო EIC Accelerator გასცემს გრანტებს და ე.წ. Blended finance (პრე-კომერიცალიზების ეტაპიდან ბაზრამდე და შემდგომ, მასშტაბირების ეტაპზე მყოფი პროექტებისთვის).
EIC Pathfinder-ის პილოტი, კონკურსის წესით, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს ამბიციურ კოლაბორაციულ კვლევით პროექტებს, რომელთა მიზანია რადიკალური და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება.
EIC Accelerator-ის პილოტი განკუთვნილი იქნება კომპანიებისა და start-up-ებისთვის, რომელთაც აქვთ, ბაზარზე გასვლის ბიზნეს გეგმით გამყარებული, რადიკალურად ახალი, მაღალი რისკის მატარებელი და ე.წ. non-bankable იდეები.
ღონისძიება განკუთვნილია ინოვაციური მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და (ICT/IoT, nanotechnologies, energy efficiency, climate change), ინოვაციური Startup-ებისთვის, რომლებიც მუშაობენ ისეთ ინოვაციურ მაღალტექნოლოგიურ თემებზე როგორიცაა, ინტერნეტის ნივთები, კიბერ-უსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, ბლოქჩეინი, მწვანე ეკონომიკა, ა.შ.). ღონისძიება საინტერესო იქნება გამოყენებით კვლევით პროექტებზე მომუშავე სამეცნიერო ჯგუფების წარმომადგენლებისთვის უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან.
ღონისძებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.