მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაციამ 40 ახალი COST აქცია დაამტკიცა

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაციამ “COST“-მა 2019 წლის ივნისის თვეში დაამტკიცა 40 ახალი COST აქცია.

 

COST ასოციაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებით მოქმედი ერთერთ უძველეს ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც თავის საქმიანობას კვლევითი კავშირების დამყარების ინსტრუმენტით “COST აქციებით“ წარმართავს.

 

COST აქცია წარმოადგენს სამეცნიერო თანამშრომლობის მიზნით შექმნილ სამუშაო ქსელს, რომელიც ხელს უწყობს ეროვნულ დონეზე დაფინანსებული კვლევის ინტერნაციონალიზაციას.

COST აქციები ღიაა დამწყები და გამოცდილი მკვლევარებისა და ინოვატორებისთვის, რომლებიც ეროვნულ დონეზე ახორციელებენ კვლევებს და სურთ საკუთარ კვლევითი მიმართულებით მოღვაწე ევროპელ მკვლევარებთან კავშირების დამყარება.

 

COST აქცია აფინანსებს კავშირების დამყარების ხელშემწყობ სხვადასხვა საშუალებებს, როგორიცაა:

  • სემინარები, ვორქშოფები, კონფერენციები,
  • გადამზადების სკოლები,
  • მოკლევადიანი სამეცნიერო მისიები (STSMs),
  • გამავრცელებელი საქმიანობები, მათ შორის სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება.
  • COST აქცია არ ითვალისწინებს კვლევების დაფინანსებას.

 

СOST აქცია 4 წლის ვადით მტკიცდება და მასში ჩართვა შესაძლებელია პირველი 2 წლის განმავლობაში.

 

COST აქციებში ჩართვის უფლება აქვთ ყველა სამეცნიერო და ტექნოლოგიური დარგში მომუშავე პირებს, მათ შორის დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც ეროვნულ დონეზე ახორციელებენ კვლევას.

 

დამტკიცებულ COST აქციაში ჩართვა ხდება, ორმხრივი სარგებლის პრინციპის საფუძველზე.

 

დამტკიცებულ COST აქციაში ჩართვისთვის, მკვლევარმა საჭიროა, რომ:

  • შექმნას e-COST-ის ელექტრონული ანგარიში;
  • შეარჩიოს მისი კვლევის თემატიკის შესაბამისი დამტკიცებულ COST აქცია;
  • გაეცნოს COST აქციის აღწერილობას, ასევე COST აქციასთან დაკავშირებით მოქმედ მემორანდუმის პირობებსა და მიზნებს.
  • აღნიშნულის საფუძველზე, მიზნობრივი წერილი (Letter of intent) გაუგზავნოს მის მიერ შერჩეული COST აქციის თავმჯდომარეს;
  • COST აქციის კომიტეტის წევრები განიხილავენ ქართველი აპლიკანტის მიერ გაგზავნილი მიზნობრივი წერილის ორმხრივი სარგებლის პრინციპთან შესაბამისობას და ერთი თვის ვადაში, აცნობენ აპლიკანტს COST აქციაში ჩართვის თხოვნის წერილზე პასუხს.
  • დადებითი პასუხის შემთხვევაში, აპლიკანტი სრულად ისარგებლებს აქციით გათვალისწინებული ე.წ. networking საშუალებებით.

 

2019 წლის ივნისში დამტკიცებული COST აქციები.

2018 წლის ნოემბერში დამტკიცებული COST აქციები.

COST ოფიციალური ვებრგვერდი