შავ ზღვაში საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების კოორდინაცია

მჭიდროდ დაკავშირებული ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედების საპასუხოდ, შავი ზღვა სწრაფ ცვლილებებს განიცდის. კლიმატის ცვლილება შავი ზღვის ფიზიკურ დინამიკასა და ჰიდროლოგიურ სტრუქტურაზე ახდენს ზეგავლენას, პარალელურად კი – საკვები და დაბინძურებული ტვირთები  მზარდი ურბანული სივრცეებიდან, სამდინარო და სანაპირო აქტივობებიდან მოედინება. საზღვაო ტრანსპორტის მზარდი მოძრაობა ასევე იწვევს უსაფრთხოების რისკებს, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას და ინვაზიური უცხო სახეობების ჩამოყალიბებას. შავ ზღვაში თევზჭერის საქმიანობა არამდგრადია. ასევე, რისკის ქვეშაა ამ არეალის საზღვაო მემკვიდრეობა და მისი ეკოსისტემის ფუნქციონირება. მოცემული სივრცისთვის დამახასიათებელი კომპლექსური გეოპოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს ლურჯი ეკონომიკის (Blue Economy) ზრდის მხარდაჭერისთვის  ხელსაყრელი შეთანხმების ჩამოყალიბებას (მაგალითად: საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობა, მათ შორის საზღვაო სივრცითი დაგეგმარება). შავიზღვისპირა ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალურად და ერთობლივად საჭიროა განხორციელდეს კოორდინირებული და ინტეგრირებული ქმედებები, რათა ჩამოყალიბდეს სინერგია და ურთიერთ-თავსებადობა სექტორებსა და ქვეყნებს შორის. ცოდნაზე დაფუძნებული, მდგრადი და გრძელვადიანი ლურჯ ზრდის (Blue Growth) მისაღწევად, საჭიროა განვითარდეს საერთო საზღვაო R&I სტრატეგია.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ ევროკავშირისგან 2 მილიონი ევროს ოდენობის მოთხოვნის წინადადება მოცემულ გამოწვევას ადეკვატურად შეესაბამება. თუმცა, ეს, წინადადებების წარდგენის გზით, დამატებითი თანხების მოთხოვნას არ გამორიცხავს.

გამჭოლი პრიორიტეტები:  სოციალ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებები; საერთაშორისო თანამშრომლობა და ლურჯი ზრდა

კონკურსის  შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე

დაფინანსების სქემა:
მხარდაჭერისა და კოორდინაციის აქტივობა;

კონკურსი გაიხსნება 2018 წლის 16 ოქტომბერს;

საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 23 იანვარი, 17:00:00 ბრიუსელის დორით.

 

მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების შესახებ ინფორმაცია: Annex A

მონაწილეობის წესებთან დაკავშირებული საკითხები: Annex B და Annex C

საპროექტო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები: Annex H

საპროექტო წინადადებების შეფასების და საგრანტო შეთანხმების გაფორმების ვადები:

ერთ საფეხურიანი შეფასების შედეგებზე ინფორმაციას აპლიკანტი ორგანიზაცია მიიღებს საბუთების წარდგენის ბოლოვადიდან, მაქსიმუმ, 5 თვეში.

საგრანტო ხელშეკრულებების ხელმოწერა: საპროექტო წინადადების წარდგენიდან მაქსიმუმ 8 თვეში.

საპროექტო წინადადების მოსამზადებელი დოკუმენტები:
სპეციფიური დებულებები და დაფინანსების ტარიფები;
საპროექტო წინადადების სტანდარტული შაბლონი.

საპროექტო წინადადების სტანდარტული თვით-შეფასების ფორმა.
საგრანტო შეთანხმება ზოგადი მოდელის დოკუმენტი
ანოტირებული საგრანტო შეთანხმების დოკუმენტი

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ინგლისურენოვანი ვერსიის ბმულზე.