კონკურსი მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის მიმართულებით: „კვლევებისა და ინოვაციების პერსონალის გაცვლა“

ჰორიზონტი 2020 პროგრამის მარი სკლოდოვსკა-კიურის ქვეპროგრამის მიმართულებით, გამოცხადდა კონკურსი კვლევებისა და ინოვაციების პერსონალის გაცვლის მიმართულებით.

კვლევებისა და ინოვაციების პერსონალის გაცვლის დაფინანსების სქემის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო და ინტერ-სექტორული თანამშრომლობას კვლევითი და ინოვაციების პერსონალს გაცვლის გზით და კვლევიდან ბაზრამდე ( და პირიქით) არსებული ცოდნისა და იდეების გაზიარების მეშვეობით.

აღნიშნული სქემა ხელს უწყობს კრეატიული და მეწარმეობის მხარდამჭერ კვლევისა და ინოვაციის კულტურის განვითარებას. ეს სქემა მკვლევარებსა და ინოვატორებს კრეატიული იდეების ინოვაციურ პროდუქტებად, სერვისებად თუ პროცესებად გარდაქმნაში ეხმარება.

კონკურსის ფარგლები:
კვლევებისა და ინოვაციების სფეროში მომუშავე პერსონალის გაცვლის აქტივობაში მონაწილეობას იღებენ ევროპასა (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ასოცირებული ქვეყნები) და ევროპის ფარგლებს გარეთ (მესამე ქვეყნები) დაფუძნებული ორგანიზაციები აკადემიური და არა-აკადემიური სექტორებიდან (კერძოდ, მცირე და საშუალო საწარმოები).

კონკურსი მხარს უჭერს ერთობლივი კვლევებისა და ინოვაციების პროექტის ფორმით პარტნიორობების შექმნას. პარტნიორობების მიზანია, კვლევითი და ინოვაციების პერსონალის მივლინებების (გაცვლების) საფუძველზე, და საერთაშორისო და ინტერ-სექტორული მობილობის მეშვეობით ცოდნის გაზიარება, პროექტში ინტეგრირებული უკან-დაბრუნების მექანიზმის კომპონენტის გათვალისწინებით.

პარტნიორობაში შემავალი ორგანიზაციები პირდაპირ უწყობენ ხელს ერთობლივი კვლევებისა და ინოვაციების პროექტის განხორციელებას, მონაწილეობის უფლების მქონე პერსონალის მივლინებებისა და/ან ამგვარი პერსონალისთვის მასპინძლობის გაწევის გზით. მივლინებები ყოველთვის განხორციელდება ერთმანეთისგან დამოუკიდებელ იურიდიულ პირებს შორის.

კვლევებისა და ინოვაციების პერსონალის გაცვლის აქტივობამ უნდა გამოიყენოს მონაწილე ორგანიზაციების დამატებითი კომპეტენციები, ისევე როგორც გამოიყენოს სხვა სინერგიებიც. ასევე, ხელი შეუწყოს კონტაქტების დამყარებისკენ (networking) მიმართულ აქტივობებს, ისეთი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევებისა და ინოვაციების სფეროში მომუშავე პერსონალს შორის ცოდნის გაზიარებას, მათ მიერ ახალი უნარების შეძენას და მათ კარიერულ განვითარებას.

კვლევებისა და ინოვაციების პერსონალის გაცვლის პროექტებში შესაძლებელია აქცენტი გაკეთდეს მობილობის ერთ განზომილებაზე (ინტერსექტორული/საერთაშორისო), ან მოიცავდეს ორივე ტიპის მობილობის კომბინაციას.

გაცვლები შეიძლება განხორციელდეს როგორც დამწყებ-ეტაპზე მყოფ, ისე გამოცდილ მკვლევარებს შორის. ასევე შეიძლება მოიცავდეს ადმინისტრაციულ, მენეჯერულ და ტექნიკური პერსონალის გაცვლას, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი საპროექტო წინადადების კვლევებისა და ინოვაციების აქტივობებში.

ევროპის ფარგლებში დაფუძნებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლების მხარდაჭერაში (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ასოცირებული ქვეყნები) მოიაზრება მხოლოდ ინტერსექტორული მივლინებები.

მესამე ქვეყნებიდან და მესამე ქვეყნებში ინსტიტუციების გაცვლების შესაძლებელია იყოს როგორც ინტერსექტორული, ასევე ერთიდაიმავე სექტორს შორის.

აღნიშნული კონკურსი მხარს არ უჭერს მესამე ქვეყნებში მდებარე ინსტიტუციებს შორის მივლინებებს, არც ევროკავშირის ერთი და იმავე წევრი სახელმწიფოსა თუ ერთი და იგივე ასოცირებულ ქვეყენის ფარგლებში მდებარე ინსტიტუციებს შორის გაცვლებს.

მოსალოდნელი შედეგი:

პერსონალის დონეზე:

  • გაზრდილი კვლევასთან დაკავშირებული და ტრანსფერებადი უნარების, რითაც პერსონალი აქვს გაუმჯობესებული დასაქმების შესაძლებლობა და კარიერული პერსპექტივა აკადემიურ გარემოსა თუ მის ფარგლებს გარეთ;
  • მაღალი იმპაქტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროდუქტების გაზრდა, უფრო მეტი ცოდნა და უფრო მეტი პროდუქტებად და სერვისებად გარდაქმნილი იდეები;
  • ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და საზოგადოების შექმნის ხელშეწყობა.

 

ორგანიზაციულ დონეზე:

  • სექტორებსა და დისციპლინებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობა და ცოდნის ტრანსფერი;
  • საერთაშორისო და ინტერსექტორული კოლაბორაციული კონტაქტების დამყარების გაძლიერებულა;
  • მონაწილე ორგანიზაციებში კვლევებისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაზრდა/გაძლიერება.

 

სისტემურ დონეზე:

  • ევროპაში მკვლევარების საერთაშორისო, ინტერდისციპლინარული და ინტერსექტორული მობილობის გაზრდა;
  • კვლევებსა და ინოვაციების სფეროში ევროპის ადამიანური კაპიტალის ბაზის გაძლიერება;
  • ევროპის როგორც კვლევებისა და ინოვაციების სფეროში წამყვანი დანიშნულების ადგილის მომხიბვლელობის გაზრდა;
  • უკეთესი ხარისხის კვლევები და ინოვაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ევროპის კონკურენტუნარიანობასა და ეკონომიკურ ზრდას.

 

მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში გამოცხადებული ეს კონკურსი ერთ ეტაპიანია.

საპროექტო წინადადებების შეტანის ვადაა 2020 წლის 28 აპრილი.

მთლიანი ინდიკატური ბიუჯეტი შეადგენს – 80,000,000 ევროს.

მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია: ნაწილი A
საპროექტო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები: ნაწილი H

საპროექტო წინადადება, დანართების გამოკლებით, მაქსიმუმ 30 გვერდისგან უნდა შედგებოდეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ინგლისურენოვანი ვერსიის ბმულზე.

საპროექტო წინადადებების შეფასების და საგრანტო შეთანხმების გაფორმების ვადები:

ერთ საფეხურიანი შეფასების შედეგზე ინფორმაციას აპლიკანტი ორგანიზაცია მიიღებს საბუთების წარდგენის ბოლოვადიდან, მაქსიმუმ, 5 თვეში.

საგრანტო ხელშეკრულებების ხელმოწერა: საპროექტო წინადადების წარდგენიდან მაქსიმუმ 8 თვეში.

მარი სკლოდოვსკა-კიურის საპროექტო წინადადების სტანდარტული შაბლონი.

მარი სკლოდოვსკა-კიურის საპროექტო წინადადების თვით-შეფასების ფორმა.

მარი სკლოდოვსკა-კიურის საპროექტო წინადადების მომზადებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი აპლიკანტებისთვის.

საპროექტო განაცხადის ელექტრონული წარდგენისა და შეფასების პროცედურების ონლაინ სახელმძღვანელო   და  ანოტირებული საგრანტო ხელშეკრულება

 

ეროვნული საკონტაქტო პირი მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულებით – ნათია გაბიტაშვილი  ელ-ფოსტა: ngabitashvili@mes.gov.ge მობ: (995) 577097800;