ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს კონკურსი

ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოები / ევროპა ნოსტრას ჯილდოების  2020 ფარგლებში გამოცხადებულია “ILUCIDARE” სპეციალური პრიზების კონკურსი

ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოები / ევროპა ნოსტრას ჯილდოები (European Heritage Awards / Europa Nostra Awards) წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებულ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს. ჯილდო ენიჭებათ გამორჩეულ კონსერვაციის პროექტებს, ინოვაციურ კვლევებს, კულტურის სფეროს ერთგულ სამსახურში მყოფ პროფესიონალებს და ორგანიზაციებს, აგრეთვე განათლების, გადამზადების და ცნობადობის ამაღლების სფეროში არსებულ გამორჩეულ ინიციატივებს.

 

მომდევნო 2 წლისათვის, ჯილდოების გადაცემის სქემას ემატება ორი ახალი „ILUCIDARE“ სპეციალური პრიზი, რომელიც გადაეცემათ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ჯილდო /ევროპა ნოსტრას ჯილდოზე წარდგენილი აპლიკაციებიდან შერჩეულ პროექტებს.

 

„ILUCIDARE“  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით საერთაშორისო ქსელის შექმნა. პროექტის ფარგლებში დაარსებულმა ქსელმა ხელი უნდა შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის, რესურსად წარმოჩენას.

 

2020 და 2021 წლებში ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოები / ევროპა ნოსტრას ჯილდოები დაეხმარება „ILUCIDARE“-ს პროექტს, ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობით ნაკარნახევი ინოვაციებისა და დიპლომატიის საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენას, წარმოჩენასა და მათი საქმიანობის მასშტაბირებას.

 

ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოები / ევროპა ნოსტრას ჯილოდები დაარსდა 2002 წელს ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ იმართება „Europa Nostra“-ს მიერ. აღნიშნულმა ჯილდოებმა მნიშნელოვანი სარგებელი მოუტანს გამარჯვებულებს, როგორიცაა საერთაშორისო თუ ეროვნულ ასპარეზზე გამოჩენა, მნახველების გაზრდილი რიცხვი და შემდგომი დაფინანსების მოპოვება. დაჯილდოვების სქემას მხარს უჭერს ევროკავშირის პროგრამა „Creative Europe“.

 

„ILUCIDARE“-ს სპეციალური პრიზები მხარდაჭერილია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით: N821394.

 

ხართ ჩართული კულტურული მემკვიდრეობით-მართული ინოვაციების ან დიპლომატიის სფეროში?

წარადგინეთ თქვენი პროექტი და გააზიარეთ თქვენი წარმატება ევროპის მასშტაბით!

კონკურსის პრესრელიზი ინგლისურ ენაზე

საბუთების მიღება:

www.europeanheritageawards.eu/apply

საბუთების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 1 ოქტომბერი

 

Watch video

 

შეიტყვეთ მეტი:

europeanheritageawards.eu

ilucidare.eu