Bridge2ERA EaP – გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს კონკურსი

2019 წლის 7 ივნისს, გერმანიის მთავრობის განათლების და კვლევების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, გამოცხადებულია Bridge2ERA EaP„ კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩართვას ევროპულ კვლევით სივრცეში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზით.  

გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალური სამინისტროს Bridge2ERA EaP მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, ხელი შუეწყოს გერმანიის ფედერალური მთავორბის განათლების, მეცნიერების და კვლევების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის მიზნების, ასევე ევროპული კვლევითი სივრცის შესახებ ფედერალური მთავრობის სტრატეგიის მიზნების განხორციელებას.

Bridge2ERA EaP მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, რომ გერმანელმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, საქართველო და უკრაინა წარმომადგენლებმა პარტნიორებმა შეძლონ საერთო კვლევითი და ინოვაციური პროექტების ჰორიზონტი 2020 პროგრამასთან (ასევე Horizon Europe) პროგრამასთან დაკავშირება, და ამ გზით ინტენსიური და ხანგრძლივი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთ აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს გერმანელ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აკადემიურ ინსტიტუტებსა და მკვლევარებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და გაფართოვებას. ახალი კოლაბორაციული კავშირების დამყარებას, ჰორიზონტი 2020 და მის შემდგომ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის პროგრამით გამოცხადებულ კონკურსებში ერთობლივად მონაწილეობის მიღების მიზნით.

 

Bridge2ERA EaP მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია ყველა სამეცნიერო მიმართულებით მოღვაწე მკვლევრებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მომავალში ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებით (Horizon 2020 & Horizon Europe) განსაზღვრულ თემატურ სფეროებში ღირებული წვლილის შეტანა.

 

Bridge2ERA EaP მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აკადემიური პერსონალის გაცვლას, საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელობას, ასევე ღონისძიებების, სემინარების და პროექტების ჩატარებას.

 

Bridge2ERA EaP მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, Horizon 2020 და/ან Horizon Europe-ის ფარგლებში, ჰორიზონტი 2020 სტრუქტურის სამივე სვეტის (Science Excellence, Industrial Leadership, Societal Challenges) ყველა თემატური მიმართულებით, მათ შორის „Widening Participation”-ის პროგრამით გამოცხადებული კონკურსებისთვის, კვლევითი საპროექტო განაცხადების მომზადების ხელშეწყობა.

 

Bridge2ERA EaP მხარდაჭერის პროგრამაში საპროექტო განაცხადის შეტანის უფლება აქვს გერმანულ მხარეს, რომელიც შეიძლება იყოს უნივერსიტეტი, არა-საუნივერსიტეტო კვლევით ინსტიტუტი, სხვა დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ კვლევით საქმიანობას, ასევე მცირე და საშუალო საწარმოები.

 

გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ საპროექტო განაცხადი გერმანულმა მხარემ უნდა შეიტანოს მინიმუმ ერთ პარტნიორთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე ქვეყნიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა. კვლევით პროექტში შესაძლებელია სხვა პარტნიორების მონაწილეობა, თუ მათი ჩართულობა კვლევაზე პოზიტიურად აისახება.

 

საპროექტო განაცხადი, რომელიც ამ ფარგლებში განხორციელდება, უნდა იყოს ხანგრძლივი და უნდა გააჩნდეს აღმოსავლეთ ევროპის სამიზნე რეგიონთან მდგრადი თანამშრომლობის პოტენციალი, რაც დადასტურებული და წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტალურად.

 

Bridge2ERA EaP მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საპროექტო წინადადება დაფინანსდება 40.000 ევროს ოდენობის თანხით.  ხოლო თუ პროექტში გერმანული მცირე ან საშუალო საწარმოც იღებს მონაწილეობს, თანხა შეიძლება 50.000 ევრომდე გაიზარდოს. პროექტის ხანგრძლივობა 24 თვემდეა განსაზღვრული.

 

საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი ტიპის ხარჯების დაფინანსებას:

  • მეცნიერთა და ექსპერტთა მგზავრობისა და საცხოვრებელის ხარჯები საზღვარგარეთ;
  • სემინარების ორგანიზება როგორც გერმანიაში, ასევე სამიზნე რეგიონში ახალი ურთიერთთანამშრომლობის პოტენციალის შესასწავლად და დასამყარებლად ნაცნობ პარტნიორებთან;
  • საერთაშორისო კავშირების დამყარების მიზნით საკოორდინაციო და მხარდამჭერი აქტივობების განსახორციელებლად დაქირავებული პერსონალის ხარჯები.

 

 

Bridge2ERA EaP მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 6 დეკემბერი.

 

საპროექტო წინადადებების წარდგენა გერმანულენოვან ელექტრონულ განაცხადების სისტემაში „easy-Online მეშვეობით ხდება: https://foerderportal.bund.de/easyonline/reflink.jsf?m=IB-GUS/ RUS&b=BRIDGE2ERA EAP

 

განაცხადის ფორმას თან უნდა ახლდეს, კვლევითი პროექტის აღწერილობა გერმანულ ენაზე. მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს და შინაარსობრივად შემდეგ პუნქტებს უნდა მოიცავდეს:

  • თანამშრომლობის მიზნები;
  • დაფინანსების პროექტის პირველი და მეორე პუნქტში დასახელებული მიზნების განხორციელებისათვის დაგეგმილი ღონისძიებები (იხ. კონკურსის გერმანული ვერსია);
  • საერთაშორისო თანამშრომლობის დამატებითი ღირებულება;
  • საერთაშორისო პარტნიორების წვლილი აღწერილ პროექტში, წვდომა საერთაშორისო რესურსებთან;
  • კვლევითი პროექტის მიმართება დაფინანსების განაცხადში აღწერილ თანამშრომლების პოლიტიკის მიზნებთან;
  • თანამშრომლობის გამოცდილება, აქამდე არსებული თანამშრომლობების დასახელება;
  • თანამშრომლობის სამუშაო გეგმის დეტალური აღწერა;
  • ურთიერთანამშრომლობის პროექტის სამუშაო ნაბიჯები, შინაარსობრივად და დროში გაწერილი სამუშაო ეტაპები;
  • პროექტთან დაკავშირებული რესურსების გამოყენების გეგმა;
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის წარმომადგენლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაგეგმილი თანამშრომლობა შემდგომი პროექტები;
  • თანამშრომლობის გაფართოება სხვა მიმართულებებსა და ქსელებში;
  • დაფინანსების საჭიროების დასაბუთება.

 

მიღებული განაცხადები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შემოწმდება და შეფასდება:

  • ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილება;
  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების წვლილი დაფინანსების მიზნების შესაბამისად;
  • საერთაშორისო პარტნიორობების განმტკიცება;
  • ახალი საერთაშორისო პარტნიორობისთვის გზის გაკვალვა, დამყარება;
  • განმცხადებლის გამოცდილება საერთაშორისო თანამშრომლობაში;
  • თანამშრომლობის ხარისხი და თანამშრომლობის მიმართულების დამატებითი ღირებულება;
  • მოთხოვნილი ფინანსების შესაბამისობა და საჭიროება;
  • საერთო დაფინანსების სიზუსტის გადამოწმება კვლევითი პროექტის განხორციელების სრული დროისთვის.

 

ყოველივე ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის შემოწმების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

 

Bridge2ERA EaP მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის სრული მოთხოვნები ხელმისაწვდომია გერმანულ ენაზე შემდეგ მისამართზე:

https://www.bmbf.de/foerderungen/bekanntmachung-2475.html