მიიღე მონაწილეობა პან-ევროპულ ჰაკატონში: #EUvsVirus

ევროკომისია გეგმავს ფართომასშტაბიან პან-ევროპული ჰაკატონის გამართვას, რომლის მიზანია კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება.

ჰაკატონი ჩატარდება 2020 წლის 24-26 აპრილს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ინოვატორებს, სტარტ-აფებს, გამომგონებლებს, სახელმწიფო და კერძო ბაიერებს, საცალო მოვაჭრეებს, მომხმარებლებს, ა.შ. #EUvsVirus hackathon თანაორგანიზატორი არის ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად.

ჰაკატონი სტრუქტურირებული იქნება 6 კატეგორიის პრობლემების ირგვლივ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საჭიროებენ მოკლევადიან გადაწყვეტილებებს:

  1. ჯანმრთელობა და სიცოცხლე
  2. ბიზნესის განგრძობადობა
  3. სოციალური & პოლიტიკური ერთიანობა
  4. დისტანციურად მუშაობა და განათლება
  5. ციფრული ფინანსები
  6. სხვა

თითოეული ეს გამოწვევა თავის მხრივ მოიცავს 6 გამოწვევას.

 

ჰაკატონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია.

კორონავირუსის ჰაკატონში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2020 წლის 19 აპრილამდე

 

RESGITER NOW

 

რესგიტრაციის ბოლო ვადა: 2020 წლის 19 აპრილი 

საჭირო ბმულები:

https://euvsvirus.org/

მკვლევარებს, მათ შორის მარი სკლოდოვსკა-კიურის სტიპენდიანტებს, შეუძლიათ გაგზავნონ საკუთარი მოსაზრებები კორონავირუსის პანდემიით დამდგარი გამოწვევების შემდეგ  ბმულზე გადასვლით: https://ec.europa.eu/eusurvey/runner/EUvsCrisis_challenges

კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით ევროკომისარი, მარია გაბრიელის ტვიტი:   https://twitter.com/GabrielMariya/status/1246042034009444352?s=20