ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) აცხადებს კონკურსს მეცნიერებით დაინტერესებული ხელოვანებისთვის

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) სახელოვნებო პროგრამის Collide International/Barcelona-ის ქვეპროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულია 3 თვიანი რეზიდენტურის ჯილდოს კონკურსი მეცნიერებით დაინტერესებული ხელოვანებისთვის.

 

Collide International Residency Award-ი წარმოადგენს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის სახელოვნებო პროგრამისა და ქალაქ ბარსელონის თანამშრომლობის 3 წლიან პროგრამას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ყოველ წელს გამოცხადდება კონკურსი ხელოვანებისთვის 3 რეზიდენტურის ჯილდოს მოსაპოვებლად.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს შემოქმედებით და ექსპერიმენტულ აზროვნებას ხელოვნებისა და მეცნიერების დაკავშირებით. კონკურსი განკუთვნილია იმ ხელოვანებისთვის, რომლებიც

  • დაინტერესებული არიან ფუნდამენტური კვლევებისა და სამეცნიერო ცოდნის კულტურული მნიშველობით;
  • ჩართული არიან თანამედროვე კულტურის შესახებ ინოვაციურ დისკურსში;
  • ცდილობენ ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის თანამშრომლობის ტრადიციული ფორმების გარღვევას და ამასთან დაკავშირებით, აქვთ ინოვაციური და პროვოკაციური კითხვების დასმის სურვილი;
  • მეცნიერებას და კვლევებს სხვადასხვა – ფილოსოფიური, ეთიკური, ტექნოლოგიური ან სოციალური პერსპექტივიდან უყურებენ.

გამარჯვებულ ხელოვანს შესაძლებლობა ექნება, გააგრძელოს საკუთარი კვლევითი საქმიანობა CERN-ში, იქ მომუშავე ფიზიკოსებთან, ინჟინრებთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტებთან და CERN-ის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად. კონკურსში გამარჯვებული ერთ თვეს ბარსელონას ხელოვნების ფაბრიკაში გაატარებს.

2019 წლის კონკურსში საბუთების წარგდენის ვადაა 2019 წლის 31 მაისი.

APPLY HERE

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ამ ბმულზე.