“აწარმოე ირლანდიაში” აცხადებს კონკურს მკვლევარებისთვის

“აწარმოე ირლანდიაში” აცხადებს ეროვნულ ტექნოლოგიურ ცენტრში მოქმედი „Career Development Fellowships and Technology Gateway“ პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების მიზნით, კონკურსის მეორე და საბოლოო ეტაპს.

პროგრამა Career-FIT PLUS, რომელიც თანადაფინანსებულია მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში, შესაძლებლობას მისცემს გამოცდილ მკვლევარებს იმუშაონ ირლანდიაში ინდუსტრიაზე ორიენტირებულ კვლევით პროექტებზე შემდეგი 3 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ მკვლევარებს გაფართოების ქვეყნებიდან (მოიაზრება საქართველო) მიენიჭებათ უპირატესობა შესარჩევ ეტაპზე.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული https://www.horizon2020.ie/career-fit-plus/call-for-proposals

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 დეკემბერი.