ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში მოქმედი “ინოვაციური მედიცინის ინიციატივის” მიერ, 2020 წლის 3 მარტს, გამოქვეყნდა კორონავირუსული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების განვითარების შესახებ ახალი 21-ე საგრანტო კონკურსი.
ინოვაციური მედიცინის ინიციატივის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია:
- COVID-19-ის ამჟამინდელი გავრცელებისა და მომავალში კორონავირუსის ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, სამკურნალო პრეპარატების შემუშავება, მათ შორის არსებული და მოწონებული ისეთი წამლებისა და პრეპარატების გადამისამარტება და COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენება.
- სადიაგნოზო ტესტების შემუშავება როგორც კორონავირუსით ინფიცირებული პირების სწრაფი და სანდო იდენტიფიცირების, ისე COVID-19-ის სამკურნალო ახალი პრეპარატების კლინიკურ კვლევებში გამოყენების მიზნით.
კონკურსის შესახებ ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: IMI2-2020-21-01 – COVID-19.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 31 მარტი
ევროკომისიის საგანგებო პრესრელიზი კორონავირუსის კონკურსთან დაკავშირებით.
კონკურსის შესახებ ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტი.
ინოვაციური მედიცინის ინიციატივის კონკურსის აღწერილობა, ბიუჯეტის ჩათვლით და მონაწილეობის სახელმძღვანელო დოკუმენტი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით „ინოვაციური მედიცინის ინიციატივის“ საკონტაქტო პირს საქართველოში მაია რუხაძეს, ტელ: +995 577495995; ელფოსტა: maiarukhadze@gmail.com