ვარშავის უნივერსიტეტის ცრურწმენის კვლევების ცენტრი მზად არის უმასპინძლოს მარი სკლოდოვსკა-კიურის სტიპენდიანტებს

ვარშავის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე არსებული ცრურწმენის კვლევების ცენტრი მზად არის უმასპინძოს პოსტდოქტორ აპლიკანტებს, რომლებიც გეგმავენ მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური კვლევითი სტიპენდიის (MSCA IF) კონკურსში მონაწილეობას.

ვარშავის უნივერსიტეტის ცრურწმენის კვლევების ცენტრს შეუძლია მარი სკლოდოვსკა კიურის გრანტის შერჩეულ აპლიკანტს გაუწიოს აკადემიური ხელმძღვანელობა შემდეგ მიმართულებებზე:

  • სიძულვილის ენა და დამამცირებელი ენა;
  • კოლექტიური ქმედება და პროტესტის ფსიქოლოგიური დეტერმინატები;
  • ისტორიის სოციალური რეპრეზენტაციები და კოლექტიური მორალური ემოციები
  • ჯგუფთაშორისი ძალადობა
  • გენოციდის ფსიქოლოგია და გენოციდის შემდგომი შერიგება;
  • ანტისემიტიზმი და მისი შედეგები
  • ეთნოლინგვისტური სიცოცხლისუნარიანობა.

 

ცრურწმენის კვლევების ცენტრი ეძებს სოციალურ ან პოლიტიკურ ფსიქოლოგიის სფეროში დოქტორი ხარისხის მქონე პირს, რომლის კვლევებიც ფოკუსირდება ჯგუფთაშორის ურთიერთობებზე. უპირატესობა მიენიჭება კარგი აკადემიური და კვლევითი ბიოგრაფიის მქონე აპლიკანტებს, რომლებიც მუშაობენ აღნიშნული ცენტრის ზემოაღნიშნულ მიმართულებიდან რომელიმეზე.

 

ინტერესის გამოხატვა

დაინტერესებულმა MSCA IF აპლიკანტებმა 2019 წლის 16 აგვისტომდე უნდა გააგზავნონ ინტერესის გამოხატვის წერილი შემდეგ მისამართზე: Katarzyna Szyniszewska: katarzyna.szyniszewska@psych.uw.edu.pl  ან dr hab. Michał Bilewicz bilewicz@psych.uw.edu.pl .

ინტერესის გამოხატვა უნდა შეიცავდეს:

  1. CV-ის;
  2. კვლევით წინადადებას, მაქსიმუმ 2 000 სიტყვა, და
  3. თანმხლებ წერილს, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თუ რატომ სურს აპლიკანტს ცრურწმენის კვლევებისი ცენტრთან ერთად მარი სკლოდოვსკა კიურის სასტიპენდიო გრანტის მოპოვება.

 

ცრურწმენის კვლევების ცენტრი შემოსულ ინტერესთა გამოხატვის წერილებს განიხილავს 2019 წლის 27 აგვისტომდე.

 

MSCA-IF საპროექტო წინადადება მომზადდება შერჩეული აპლიკანტ(ებ)ის მიერ ცენტრში დაფუძნებული აკადენიური ხელმძღვანელის უშუალო კოორდინაციით.

 

MSCA-IF კონკურსში საპროექტო წინადადებების ევროკომისიის დაფინანსებისა და ტენდერების პორტალზე წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 11 სექტემბერი.

 

დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვარშავის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ცრურწმენის კვლევების ცენტრის ინტერესთა გამოხატვის გვერდს.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით Katarzyna Szyniszewska: katarzyna.szyniszewska@psych.uw.edu.pl

 

მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური კვლევითი საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია.