COST აქციების შესახებ საინფორმაციო დღე გაიმართა

2018 წლის 4 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის COST ასოციაციის “COST აქციების საინფორმაციო დღე“ .

 

ღონისძიებაზე დამსწრე აკადემიურ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლებისა და მეცნიერები მინისტრის მოადგილემ, დოქტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

საინფორმაციო დღეზე პრეზენტაციები წარმოადგინეს COST ასოციაციის პრეზიდენტმა, ამავე ორგანიზაციის პოლიტიკისა და მეცნიერების ოფიცრებმა.

COST ასოციაციის პრეზიდენტი დოქტორი სიერდ კლოტინგი „COST  ასოციაციის პერსპექტივები: სამეცნიერო გამორჩეულობის გავრცელებისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით “;

COST ასოციაციის წარმომადგენელი, პოლიტიკის ოფიცერი, კატალინ ალფოლდი

COST-ის ასოციაციის წარმომადგენელი, სამეცნიერო მიმართულების ოფიცერი დოქტორი ინგა დადეშიძე „პრაქტიკული რჩევები COST აქციებში მონაწილეობის სარგებელი და პრაქტიკული რჩევები.

COST აქციებში მონაწილე ქართველმა მეცნიერებმა დამსწრე საზოგადოებას COST აქციებში მონაწილეობის გამოცდილება გაუზიარეს.

პრეზენტაციების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში.

შეხვედრის პროგრამა.

საინფორმაციო დღეზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია COST ასოციაციის საქმიანობის შესახებ, COST აქციებით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ  რომ COST-ი   მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამაა, რომელიც  ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 ბიუჯეტიდან ფინანსდება. COST  აფინანსებს ყველა სამეცნიერო მიმართულებით მოღვაწე  მკვლევართა და ინჟინერთა:

  • სამეცნიერო კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებში, სემინარებში, ტრენინგ სკოლებში მონაწილეობას;
  • მოკლევადიან სამეცნიერო ვიზიტებს COST-ის რომელიმე ქვეყნის კვლევით დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში;
  • დისემინაციის აქტივობებს და სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას;