2019 წლის 26-28 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრი გიწვევთ ფართომასშტაბიან საშუამავლო ღონისძიებაზე „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“.
საშუამავლო ღონისძიების მიზანია განიხილოს ფტალატების გავლენა ადამანის ცხოვრებაზე სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში. ღონისძიება საფუძვლად დაედება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების სამუშაო პროგრამისათვის „ინოვაციური ტრენინგ ქსელისთვის“ საპროექტო წინადადებების მომზადებას ევროპელ პარტნიორებთან ერთად.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სექტორიდან: უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი, კერძო და საჯარო სექტორი. ღონისძიების მასალები გამოქვეყნდება ვებ გვერდზე. მონაწილეობა შესაძლებელია ზეპირი და წერილობითი მოხსენებით ან სხვადასხვა თემატურ დისკუსიებში მონაწილეობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საშუამავლო ღონისძიების ვებ გვედს: http://horizon2020.iliauni.edu.ge
ღონისძიება ჩატარდება 2019 წლის 26-28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5. ოთახი E207.
ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ საჭიროებს რეგისტრაციას. ადგილები შეზღუდულია.
საშუამავლო ღონისძიება (პროექტის ნომერი #H2020-II-18-093) ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.