მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამა, COST ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი ევროპული ჩარჩო პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს მკვლევართა, ინჟინერთა და მეცნიერთა თანამშრომლობას ევროპის მასშტაბით.
COST ჩარჩო პროგრამა, რომელიც 1971 წელს დაარსდა, უნიკალურ საშუალებას წარმოადგენს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ყველა სფეროში, მათ შორის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, მეცნიერთა და ინჟინერთა იდეებისა და ახალი ინიციატივების ერთობლივი განვითარების თვალსაზრისით. ამასთან, COST მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპული კვლევის სივრცის (European Research Area) მშენებლობაში. COST ხელს უწყობს ევროპის მასშტაბით მკვლევრების მობილობის ზრდასა და მათი სამეცნიერო გამორჩეულობის დამკვიდრებას.
საქართველოს წარმომადგენლებს (მეცნიერები, მკვლევრები, მცირე და საშუალო საწარმოები), ორმხრივი სარგებელის პრინციპის გათვალისწინებით, შეუძლიათ ჩაერთონ 2017 წელს დამტკიცებულ COST აქტივობებში. ჩართვის ინსტრუქცია დეტალურად მოცემულია ქვემოთ.
COST აქტივობები
COST აქტივობები წარმოადგენს მოქნილ, სწრაფ, ეფექტიან და ქმედით ქსელურ ინსტრუმენტს მკვლევრების, ინჟინერებისა და მეცნიერთათვის, რათა მათ შეძლონ, ითანამშრომლონ და კოორდინირება გაუწიონ ეროვნულ დონეზე დაფინანსებულ სამეცნიერო საქმიანობას. COST აქტივობები ევროპელ მკვლევარებს საშუალებას აძლევს, ერთობლივად განავითარონ თავიანთი იდეები ნებისმიერ მეცნიერულ და ტექნოლოგიურ სფეროში.
COST აქტივობები წარმოადგენს ქვევიდან-ზევით მიდგომით მოქმედ მეცნიერებისა და ტექნოლოგის ქსელებს, რომელიც ხელმისაწვდომია მკვლევრებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ოთხწლიანი ხანგძლივობით.
COST აქტივობები გულისხმობს ისეთ ქსელურ საშუალებებში მონაწილეობის შესაძლებლობას, როგორებიცაა სემინარები, კონფერენციები, სასწავლო სკოლები, მოკლევადიანი სამეცნიერო მისიები (STSMs) და გამავრცელებელი საქმიანობებით. COST არ ითვალისწინებს კვლევების დაფინანსებას.
COST აქტივობები, რომელსაც სამეცნიერო კომიტეტი ყოველწლიურად ამტკიცებს, მასში ჩართულ მეცნიერებს ხელს უწყობს ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობისათვის კონკრეტული ნიადაგის მოამზადებაში, ასევე ეხმარება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევით პროექტებთან სინერგიის დამყარებაში. უფრო მეტიც, კვლევის პროექტებში თანამშრომლობამ შეიძლება, უბიძგოს ახალი აქტივობების შემუშავებას, რაც ამგვარი კონსორციუმის ქსელურ პოტენციალს აძლიერებს.
დამტკიცებული COST აქტივობების ჩამონათვალი:
CA16201 Unraveling new physics at the LHC through the precision frontier
CA16202 International Network to Encourage the Use of Monitoring and Forecasting Dust Products
CA16203 Stem cells of marine/aquatic invertebrates: from basic research to innovative applications
CA16204 Distant Reading for European Literary History
CA16205 European Network on Understanding Gastrointestinal Absorption-related Processes
CA16206 Empowering the next generation of social enterprise scholars
CA16207 European Network for Problematic Usage of the Internet
CA16208 Knowledge conversion for enhancing management of european riparian ecosystems and services
CA16209 Natural Flood Retention on Private Land
CA16210 Maximising Impact of research in NeuroDevelopmental DisorderS
CA16211 Reappraising Intellectual Debates on Civic Rights and Democracy in Europe
CA16212 Impact of Nuclear Domains On Gene Expression and Plant Traits
CA16213 New Exploratory Phase in Research on East European Cultures of Dissent
CA16214 The multi-messenger Physics and Astrophysics of neutron Stars
CA16215 European network for the promotion of portable, affordable and simple analytical platforms
CA16216 Coordination and Harmonization of European Occupational Cohorts
CA16217 European network of multidisciplinary research to improve the urinary stents
CA16218 Nanoscale coherent hybrid devices for superconducting quantum technologies
CA16219 Harmonization of UAS techniques for agricultural and natural ecosystems monitoring
CA16220 European Network for High Performance Integrated Microwave Photonics
CA16221 Quantum Technologies with Ultra-Cold Atoms
CA16222 Wider Impacts and Scenario Evaluation of Autonomous and Connected Transport
CA16223 Leukemia Gene Discovery by data sharing, mining and collaboration
CA16224 European Raptor Biomonitoring Facility
CA16225 Realising the therapeutic potential of novel cardioprotective therapies
CA16226 Indoor living space improvement: Smart Habitat for the Elderly.
CA16227 Investigation and Mathematical Analysis of Avant-garde Disease Control via Mosquito Nano-Tech-Repellents
CA16228 European Network for Game Theory
CA16229 European Network for Environmental Citizenship
CA16230 Combatting anthelmintic resistance in ruminants
CA16231 European Network of Vaccine Adjuvants
CA16232 European Energy Poverty: Agenda Co-Creation and Knowledge Innovation
CA16233 Drylands facing change: interdisciplinary research on climate change, food insecurity, political instability
CA16234 European Cleft and Craniofacial Initiative for Equality in Care
CA16235 Performance and Reliability of Photovoltaic Systems: Evaluations of Large-Scale Monitoring Data
დამტკიცებულ COST Actions-ში, საქართველოს წარმომადგენლებს (მეცნიერები, მკვლევრები, მცირე და საშუალო საწარმოები), ორმხრივი სარგებელის პრინციპის გათვალისწინებით, შეუძლიათ მიუერთდნენ რომელიმე აქტივობას.
ამისთვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგა:
- COST-ის ოფიციალური ვებგვერდის www.cost.eu მენიუში მონიშნავთ COST Actions, მარცხენა ჩამონათვალში All Actions-ზე კურსორის დაჭერით ჩამოიხსნება COST Actions-ების საძიებო სისტემა.
მოცემულ ველებში შეიყვანთ თქვენთვის სასურველი COST Action-ის საიდენიტიფიკაციო ნომერს და აქტივობის დამტკიცების წელს. „გაგზავნის“ (Submit) ღილაკის დაჭერის შემდეგ, გაიხსნება თქვენთვის საინტერესო აქტივობის გვერდი, რომელშიც მოცემულია აქტივობის აბსტრაქტი.
- გვერდის მარჯვენა მხარეს მოცემული სიიდან შეარჩევთ აქტივობის ინიციატორს („Proposer of Action) და მის სახელზე კურსორის დაჭერით, შეგიძლიათ აქტივობის ხელმძღვანელს ოფიციალური განზრახულებათა წერილით (Letter of Intention) მიმართოთ.
თქვენს მიერ შერჩეული აქტივობის კონსორციუმის წევრების სანახავად N2. თქვენს მიერ შერჩეული აქტივობის მმართველი კომიტეტის სანახავად N3.
მხედველობაში მიიღეთ ის გარემოება, რომ COST აქტივობაში მონაწილეობის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ სარგებელს.