ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს (SEDA) მიერ გამოცხადებული პოსტ-სადოქტორო კვლევების ხელშეწყობის კონკურსი

ლატვიის  განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს (SEDA) მიერ, „პოსტ-სადოქტორო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულია კვლევითი განაცხადების შერჩევის მეოთხე კონკურსი. 

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების კვლევითი უნარების განვითარებასა და მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, დაეხმაროს ახალგაზრდა მეცნიერებს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და ბიზნეს საწარმოებში სამეცნიერო კარიერის გაგრძელებაში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერებში კვლევითი კომპეტენციების განვითარებას, ადამიანური რესურსები განახლებასა და კვალიფიცირებული სპეციალისტების რაოდენობის ზრდას.

პროგრამის სამიზნე ჯგუფია პოსტ-დოქტორი მკვლევრები (როგორც ლატვიელი, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე), რომლებსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ, საბუთების წარდგენის თარიღის მომენტისთვის, არაუმეტეს 10 წლის წინ.

უცხოელ პოსტ-დოქტორ მკვლევარს, კვლევითი განაცხადის ფარგლებში, შეეძლება განახორციელოს შემდეგი მხარდაჭერილი აქტივობები:

  • გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევები;
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შეძენა, მოწონება და დაცვა;
  • გადამზადება, საერთაშორისო მობილობა და კავშირების დამყარება;
  • ცოდნისა და ტექნოლოგიის გადაცემა;
  • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო თეზისების ხელმძღვანელობა და შეფასება;
  • სხვა კვლევითი ან ინოვაციური საპროექტო წინადადებების მომზადება

უცხოელ პოსტ-დოქტორ მკვლევარს შეეძლება თავისი აქტივობების განხორციელება ლატვიაში მდებარე და რეგისტრირებულ ყველა კვლევით ორგანიზაციაში (სახელმწიფო და კერძო), მცირე, საშუალო და მსხვილ საწარმოებში.

მე-4 კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 11.4 მილიონ ევროს, მათ შორის 5.7 მილიონი ევრო ეკონომიკური კვლევებისთვის და 5.7 მილიონი ევრო არაეკონომიკური კვლევებისთვის.

ლატვიაში განსახორციელებელი საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არის 30 თვე. გრანტის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 111 505 ევროს, თვეში 2731 ევროს ანაზღაურებით.

განაცხადების წარდგენილი ბოლო ვადაა – 2020 წლის 20 ივლისი.

აპლიკაციის პროცესის, ადმინისტრაციული და ფინანსური პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ სააგენტოს ვებგვერდს და კვლევითი კონკურსის ბროშურა