ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის კონკურსი: მკვლევართა კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება

მკვლევართა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებულია კონკურსი. კონკურსის ფარგლებში, ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი ხსნის ნანო-ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიას ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებისთვის. ინტერდისციპლინარული კვლევების განხორციელების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსში გამარჯვებულ მკვლევარებს მიეცემათ შესაძლებლობა, იმუშაონ ერთობლივი კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოქმედ ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორიაში.

ერთობლივი კვლევის ცენტრის ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და აპარატურით, რომელიც განკუთვნილია ინტერდისციპლინრუი კვლევების ჩატარებისთვის. კონკურსის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ისეთ კვლევით თემებზე, რომელიც ეხება ნანომასალების დახასიათებას, ნანოტექნოლოგიებით შექმნილი ჯანმრთელობის პროდუქტებს, მიკროპლასმასს, მოწინავე მასალებსა და ბიოლოგიურ სისტემებთან მათ ურთიერთქმედებას. ფოკუსი ასევე გაკეთდება კომპლექსურ მატრიქსებში ნანომასალებისა და მიკროპლასტმასების გამოვლენას, იდენტიფიკაციასა და დახასიათებაზე მიმართულ კვლევებზე.

ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრი დაფარავს კონკურსში გამარჯვებული მკვლევარების მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯებს.

კონკურსში მონაწილეობის წესები და დოკუმენტაცია:

განაცხადის უნდა მომზადდეს ერთობლივი კვლევითი ცენტრის სააპლიკაციო ფორმა შესაბამისად.

კონკურსში განაცხადის შეტანა შეუძლიათ თითოეული აკადემიური და კვლევითი დაწესებულებიდან მაქსიმუმ 3 მონაწილეს, ერთზე მეტი დაწესებულების შემთხვევაში (5 მონაწილეს) რომლებსაც ნანო-ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიაში წვდომა ექნება 5 დღის განმავლობაში.

შერჩევის კრიტერიუმები დაეყრდნობა აპლიკაციის ხარისხს, შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:

  • აპლიკანტ(ებ)ის ბიოგრაფია,
  • ქვეყნების რაოდენობა,
  • ინსტიტუციები, რომლებსაც ერთობლივი კვლევების ცენტრის მსგავსი კვლევითი ინფრასტრუქტურა აქვთ ან გეგმავენ ცენტრის მსგავს ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლებას.

აპლიკაციის მომზადებისას, რეკომენდირებულია შემდეგი დოკუმენტების გაცნობა:

საპროექტო წინადადების მომზადებისას, აპლიკანტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ერთობლივი კვლევების ცენტრის ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორიას შემდეგ მისამართზე: JRC-OPEN-NANOBIOTECH@ec.europa.eu

კონკურსში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 16 მარტი

კონკურსის ინგლისურენოვანი ვერსიის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს.