მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპულმა თანამშრომლობის ასოციაციამ 45 ახალი COST აქცია დაამტკიცა

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპულმა თანამშრომლობის ასოციაციამ “COST“-მა 2020 24 მარტს დაამტკიცა ახალი 45 COST აქცია.  აღნიშნული COST აქციების განხორციელება 2020 წლის გვიან ზაფხულსა და შემოდგომაზე დაიწყება.

ახალი დამტკიცებული აქციების ინტერდისციპლინარობის ინდიკატორია ის მაჩვენებელი, რომ ახლად დამტკიცებული აქციების ნახევარზე მეტი ფარავს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამეცნიერო და ტექნოლოგიების დარგების კლასიფიკატორიდან მინიმუმ 2, ხოლო დამტიკიცებული აქციების 11% მინიმუმ სამ სხვადასხვა სამეცნიერო დარგს.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, დამტკიცებულ აქციების 42%-იანი მაჩვენებლით,   წამყვანი ადგილი უკავია. მას მოსდევს ინჟინერია და ტექნოლოგიები (36%), მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები (33%), სოციალური მეცნიერებები (31%), ჰუმანიტარული მეცნიერებები (13%) და სოფლის მეურნეობის მეცნიერებები (9%).

წარმატებული 45 პროექტი ასე გამოიყურება:

CA19101 Determinants of Physical Activities in Settings
CA19102 Language in the Human-Machine Era
CA19103 LGBTI+ Social and Economical (in)equalities
CA19104 advancing Social inclusion through Technology and Empowerment
CA19105 LipidNET- Pan-European Network in Lipidomics and Epilipidomics
CA19106 Multi-Sectoral Responses to Child Abuse and Neglect in Europe: Incidence and Trends
CA19107 Unifying Approaches to Marine Connectivity for improved Resource Management for the Seas
CA19108 High-Temperature Superconductivity for Accelerating the Energy Transition
CA19109 European network for Mediterranean cyclones in weather and climate
CA19110 Plasma applications for smart and sustainable agriculture
CA19111 European Network on Future Generation Optical Wireless Communication Technologies
CA19112 Women on the Move
CA19113 The European Researchers’ Network Working on Second Victims
CA19114 Network for Optimized Astatine labelled Radiopharmaceuticals
CA19115 Network for blood pressure research in children and adolescents
CA19116 Trace metal metabolism in plants
CA19117 Researcher Mental Health
CA19118 High-performance Carbon-based composites with Smart properties for Advanced Sensing Applications
CA19119 Investigation on comics and graphic novels in the Iberian cultural area
CA19120 WATer isotopes in the critical zone: from groundwater recharge to plant transpiration
CA19121 Network on Privacy-Aware Audio- and Video-Based Applications for Active and Assisted Living
CA19122 European Network For Gender Balance in Informatics
CA19123 Protection, Resilience, Rehabilitation of damaged environment
CA19124 Rethinking packaging for circular and sustainable food supply chains of the future
CA19125 EPIgenetic mechanisms of Crop Adaptation To Climate change
CA19126 Positive Energy Districts European Network
CA19127 Cognitive decline in Nephro-Neurology: European Cooperative Target
CA19128 Pan-European Network for Climate Adaptive Forest Restoration and Reforestation
CA19129 Decolonising Development
CA19130 Fintech and Artificial Intelligence in Finance – Towards a transparent financial industry
CA19131 Europe Through Textiles: Network for an integrated and interdisciplinary Humanities
CA19132 European Network to Advance Best practices & technology on medication adherence
CA19133 Fostering and Strengthening Approaches to Reducing Coercion in European Mental Health Services
CA19134  Distributed Knowledge Graphs
CA19135 Connecting Education and Research Communities for an Innovative Resource Aware Society
CA19136 International Interdisciplinary Network on Health and Wellbeing in an Age-friendly Digital World
CA19137 Sudden cardiac arrest prediction and resuscitation network: Improving the quality of care
CA19138 Lobular Breast Cancer: Discovery Science, Translational Goals, Clinical Impact
CA19139 Process-based models for climate impact attribution across sectors
CA19140 Focused Ion Technology for Nanomaterials
CA19141 Integrating Neandertal Legacy: From Past to Present
CA19142 Leading Platform for European Citizens, Industries, Academia and Policymakers in Media Accessibility
CA19143 Global Digital Human Rights Network
CA19144 European Venom Network
CA19145 European Network for assuring food integrity using non-destructive spectral sensors

აღსანიშნავია, რომ

  • პროექტების ხელმძღვანელების 36%-ი ქალია;
  • პროექტების 78%-ს შემადგენლობაში პარტნიორად მცირე და საშუალო საწარმო და ინდუსტრიაა წარმოდგენილი;
  • ყველა პროექტის 54% ინკლუზიურობის სამიზნე ქვეყნიდან არის;
  • თანამშრომლობის სამომავლო ქსელების 67%-ს ჩართული ჰყავს მონაწილეები მთელი მსოფლიოდან (COST-ის საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები/ახლო სამეზობლოს ქვეყნები).

 

COST ასოციაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებით მოქმედი ერთერთ უძველეს ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც თავის საქმიანობას კვლევითი კავშირების დამყარების ინსტრუმენტით “COST აქციებით“ წარმართავს.

 

COST აქცია წარმოადგენს სამეცნიერო თანამშრომლობის მიზნით შექმნილ სამუშაო ქსელს, რომელიც ხელს უწყობს ეროვნულ დონეზე დაფინანსებული კვლევის ინტერნაციონალიზაციას.

COST აქციები ღიაა დამწყები და გამოცდილი მკვლევარებისა და ინოვატორებისთვის, რომლებიც ეროვნულ დონეზე ახორციელებენ კვლევებს და სურთ საკუთარ კვლევითი მიმართულებით მოღვაწე ევროპელ მკვლევარებთან კავშირების დამყარება.

 

COST აქცია აფინანსებს კავშირების დამყარების ხელშემწყობ სხვადასხვა საშუალებებს, როგორიცაა:

  • სემინარები, ვორქშოფები, კონფერენციები,
  • გადამზადების სკოლები,
  • მოკლევადიანი სამეცნიერო მისიები (STSMs),
  • გამავრცელებელი საქმიანობები, მათ შორის სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება.
  • COST აქცია არ ითვალისწინებს კვლევების დაფინანსებას.

 

СOST აქცია 4 წლის ვადით მტკიცდება და მასში ჩართვა შესაძლებელია პირველი 2 წლის განმავლობაში.

 

COST აქციებში ჩართვის უფლება აქვთ ყველა სამეცნიერო და ტექნოლოგიური დარგში მომუშავე პირებს, მათ შორის დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც ეროვნულ დონეზე ახორციელებენ კვლევას.

 

დამტკიცებულ COST აქციაში ჩართვა ხდება, ორმხრივი სარგებლის პრინციპის საფუძველზე.

 

დამტკიცებულ COST აქციაში ჩართვისთვის, მკვლევარმა საჭიროა, რომ:

  • შექმნას e-COST-ის ელექტრონული ანგარიში;
  • შეარჩიოს მისი კვლევის თემატიკის შესაბამისი დამტკიცებულ COST აქცია;
  • გაეცნოს COST აქციის აღწერილობას, ასევე COST აქციასთან დაკავშირებით მოქმედ მემორანდუმის პირობებსა და მიზნებს.
  • აღნიშნულის საფუძველზე, მიზნობრივი წერილი (Letter of intent) გაუგზავნოს მის მიერ შერჩეული COST აქციის თავმჯდომარეს;
  • COST აქციის კომიტეტის წევრები განიხილავენ ქართველი აპლიკანტის მიერ გაგზავნილი მიზნობრივი წერილის ორმხრივი სარგებლის პრინციპთან შესაბამისობას და ერთი თვის ვადაში, აცნობენ აპლიკანტს COST აქციაში ჩართვის თხოვნის წერილზე პასუხს.
  • დადებითი პასუხის შემთხვევაში, აპლიკანტი სრულად ისარგებლებს აქციით გათვალისწინებული ე.წ. networking საშუალებებით.

 

2019 წლის ივნისში დამტკიცებული COST აქციები.

2018 წლის ნოემბერში დამტკიცებული COST აქციები.

COST ოფიციალური ვებრგვერდი