“კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელი ამერიკაში” აცხადებს კონკურსს

კვლევებისა და ინოვაციების ცენტრებისა და ჰაბების ევროპულმა ქსელმა ამერიკაში „ENRICH in the USA” , რომლის მიზანს წარმოადგენს კვლევების კომერციალიზაციის პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა, დაიწყო  „მკვლევრებისთვის ენტრეპრენერული უნარების განვითარების პროგრამის“ განხორციელება.

პროგრამის ფარგლებში 2019 წლის 13 ივნისს გამოცხადდა კონკურსი, რომლიც განკუთვნილია  ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ჰორიზონტი 2020 პროგრამაში ასოცირებული ქვეყნების დამწყები და/ან კარიერული განვითარების შუა ეტაპზე მყოფი, მაღალი ინოვაციური პოტენციალის მქონე მკვლევარებისთვის. კონკურსის მიზანია, დაეხმაროს ევროპელ მკვლევრებს, შეისწავლონ მათი კვლევითი პროექტების კომერციალიზაციის პოტენციალი ამერიკაში და მის ფარგლებს გარეთ.

კვლევების წარმატებული კომერციალიზაციის ხელშეწყობის კონტექსტში, ენტრეპრენერული უნარების განვითარების პროგრამა ფოკუსირდება ისეთ თემებზე, როგორიცაა, კვლევების კომერციალიზაციის სტრატეგიები, პატენტები, ტექნოლოგიური გადაცემა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, ლიცენზირებისა და კარიერული განვითარების საკითხები.

კონკურსში გამარჯვებულ 20 ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა,  ერთკვირიანი „ენტრეპრენერული უნარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ისარგებლოს შემდეგი სერვისებით:

  • ა.შ.შ-ს ინსტიტუციებთან, მენტორებთან, ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტებთან და პოტენციურ პარტნიორებთან კავშირების დამყარება;
  • საკუთარი კვლევების კომერციული ღირებულების იდენტიფიცირება და შეფასება;
  • ა.შ.შ.-ს ინოვაციურ ეკოსისტემაში მიმდინარე ტექნოლოგიური ტრანსფერის, ინტელექტუალური საკუთრების, ლიცენზირების და კვლევების კომერციალიზაციის პროცესების უკეთ გაგება;
  • როგორ ხდება კვლევითი აღმოჩენების ფართო საზოგადოებისთვის საჭირო საბაზრო პროდუქტად გადაქცევა და ამ მიზნით, დაფინანსებისა და სპონსორების მოზიდვა;
  • პრაქტიკული გამოცდილების მაგალითების მოსმენა;
  • მოლაპარაკების უნარებში გავარჯიშება;
  • მენტორის პოვნა, რომელიც, აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილეებს დახმარებას გაუწევს კვლევითი კარიერის განვითარებაში.

 

კონკურსის კალენდარი

თარიღები ეტაპები
13 ივნისი, 2019 კონკურსის გამოცხადება
7 აგვისტო, 2019 განაცხადების შეტანის ბოლო ვადა
14 ივნისი – 7 აგვისტო, 2019 აპლიკანტების შერჩევა (rolling application)
14 ივნისი – 7 აგვისტო, 2019 20-წუთიანი პრეზენტაცია
14 ივნისი – 7 აგვისტოს, 2019 შუალედში ჩატარებული ინტერვიუდან მაქსიმუმს 1 კვირის შემდეგ კანდიდატების ინდივიდუალური მიღებაზე შეტყობინება
12 აგვისტო, 2019 20 გამარჯვებული საჯარო გამოვლენა
22 აგვისტო – 28 აგვისტო,  2019 ენტეპრენერული უნარების განვითარების პროგრამა,

ქალაქი სან დიეგო, ა.შ.შ.

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული პროცედურების, ეტაპების და სხვა მნიშნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს ENRICH in the USA.