ჰორიზონტი 2020 საინფორმაციო დღე – მიგრაცია
2016 წლის 11 ნოემბერს, პარასკევს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020” საინფორმაციო დღე მიგრაციის თემატიკაზე.
შეხვედრა მიზნად ისახავს მიგრაციის კვლევებზე მომუშავე დაინტერესებული პირების ინფორმირებას ჰორიზონტი 2020-ის პროგრამასთან დაკავშირებით, 2017 წლის სამუშაო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ 50 კონკურსს შორის, არსებული გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, მიგრაციის კვლევები პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა.
გთხოვთ, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდეთ (გამოაგზავნოთ სახელი, გვარი, ორგანიზაცია, საქმიანობის პროფილი/სფერო, საკონტაქტო ინფორმაცია) შემდეგ მისამართზე: h2020georgia@gmail.com. ელ-ფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთ „ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე – მიგრაცია“.
ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ პირებს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 ნოემბერი, 2016 წ.
შეხვედრის ადგილი: დიმიტრი უზნაძის 52, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, III სართული, ბიბლიოთეკა.