საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო დღე, რომელიც არსებული გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე, მიგრაციის თემებს მიეძღვნა.
დაინტერესებულ პირებს, რომლებიც მიგრაციის კვლევებით დაინტერესებულ სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, მიეწოდა ინფორმაცია პროგრამაში „ჰორიზონტი 2020“ მონაწილეობის წესებსა და რჩევებთან დაკავშირებით, ასევე მიგრაციის თემატიკაზე გამოცხადებული კონკურსების შესახებ.
მიგრაციის მართვის სახელმწიფო სტრატეგიისა და ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის დოკუმენტების გასაცნობად, ეწვიეთ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ვებგვერდს ამ ბმულზე.