თბილისში მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2017 წლის 17 იანვარს ქ. თბილისში სასტუმრო „Holiday Inn“-ში, ევროკომისიის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა –  ჰორიზონტი 2020 ერთერთ მიმართულებას „მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობებს – MSCA from association to participation“.  

საერთაშორისო კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, ბოდო რიხტერი, ევროკომისიის განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; და გაბრიელა კირა, ევროკომისიის კვლევების აღმასრულებელი სააგენტოს განყოფილების უფროსი. ასევე, მარია სკლოდოვსკა-კიურის მიმართულებით დაფინანსებული ქართველი მკვლევრები, რომლებმაც საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას პრაქტიკულ გამოცდილება.

შეგახსენებთ, რომ მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების მიზანი, ინოვაციებზე აქცენტირებით, მკვლევართა გადამზადებისა და კარიერულ განვითარების მხარდაჭერას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულება აფინანსებს მკვლევართა ისეთ ტრანსნაციონალურ, ინტერ-სექტორულ და ინტერდისციპლინარულ მობილობას, რომელიც ნებისმიერ სამეცნიერო დარგში გამორჩეული კვლევების განხორციელებას უწყობს ხელს.

ამ მიმართულებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსება შეიძლება მიიღოს კარიერული განვითარების ნებისმიერ საფეხურზე მყოფმა მკვლევარმა, დაწყებული დოქტორანტი სტუდენტებით, დამთავრებული დიდი გამოცდილების მქონე მკვლევრებით.

ამას გარდა, მარია სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის მიზანია, აღმოფხვრას აკადემიურ და სხვა სექტორებს, განსაკუთრებით,  ბიზნესს შორის არსებული ბარიერები. სწორედ ამიტომ, მარია სკლოდოვსკა-კიურის ინსტრუმენტების უმეტესობა ხელს უწყობს სადოქტორო და პოსტ-დოქტორანტურის კვლევებში ინდუსტრიის ჩართულობას.


საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე მომხსენებლებმა კონფერენციის დამსწრე სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია და გაუზიარეს რჩევები მარია სკლოდოვსკა-კიურის შემდეგი აქტივობების შესახებ:

  • ინოვაციური ტრეინინგ ქსელები (ITN)
  • კვლევებისა და ინოვაციების პერსონალის გაცვლა (RISE)
  • ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევით სტიპენდიები (IF)
  • რეგიონალური, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების თანადაფინანსება (COFUND);
  • ევროპელ მკვლევართა ღამე (NIGHT)

კონფერენციის მასალები და დღის წესრიგი იხილეთ ქვემოთ:

ბოდო რიხტერი – დაფინანსების შესაძლებლობა მარია სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის ფარგლებში იხ. ბმული

მარია სკლოდოვსკა-კიურის ქართველი სტიპენდიანტების გამოცდილების გაზიარება:
ხათუნა კახიანი იხ. ბმული
ათინათი მამაცაშვილი-კობახიძე

მარია სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ქართველი მონაწილე ორგანზაციების გამოცდილების გაზიარება:

დომინიკ გუტმეირი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ეკატერინე სანაია – ილია ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი      იხ. ბმული
გაბრიელა კირა – როგორ გავაგზავნოთ ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად საპროექტო წინადადება იხ. ბმული
გაბრიელა კირა – მარია სკლოდოვსკა-კურის პროექტების მართვასთან დაკავშირებით საორგანიზაციო და სამართლებრივი საკითხები იხ. ბმული
ბონდო ტაბატაძე – SME ინსტრუმენტი იხ.ბმული
ზურაბ კიღურაძე – რისი გაკეთება შეუძლიათ საკონტაქტო პირებს თქვენთვის? იხ. ბმული