2017 წლის 01 მარტს ევროკომისია აწყობს „კოორდინატორთა დღეს “წარმატებული საპროექტო წინადადებების კოორდინატორებისთვის. აღნიშნული დღის მიზანია განმარტოს დეტალები საგრანტო შეთანხმებების მომზადებასა და ხელმოწერასთან დაკავშირებით.
“კოორდინატორთა დღე” მოეწყობა ბრიუსელში, შარლემანის შენობაში , 9.30-დან 17.00-მდე. აღნიშნული ღონისძიება ძირითადად განკუთვნილია საპროექტო წინადადებების იმ კოორდინატორებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საგრანტო შეთანხმების მომზადებაში; თუმცა სხვათა მონაწილეობაც მისასალმებელია, ადგილების ქონის შემთხვევაში.
დარეგისტრირება (first-come first-served) ამ ღონისძიებაზე შესაძლებელია შემდეგ ვებ-საიტზე. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ დღის წესრიგს.
რეგისტრაციის გავლის გარეშე, შესაძლებელი იქნება ღონისძიების ონლაინ რეჟიმით თვალის დევნება აქ.