ჰორიზონტი 2020 საინფორმაციო დღე ენერგეტიკის მიმართულებით

2017 წლის 16 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება პროგრამა “ჰორიზონტი 2020” საინფორმაციო დღე ენერგეტიკის მიმართულებით. ღონისძიების მიზანია ინფორმაციის მიწოდება პროგრამის  და უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგეტიკის მიმართულებით მიმდინარე კონკურსების შესახებ.
თარიღი: 16 თებერვალი 2017
დრო: 16:30
ადგილი: საქართველოს განათლების და მეციერების სამინისტრო, დიმიტრი უზნაძის #52

შეხვედრაზე განხილული იქნება:

  • ინფორმაცია პროგრამის “ჰორიზონტი 2020” შესახებ. პროგრამის მიზნები, სტატისტიკა, მიმდინარე სამუშაო პროგრამის მიმოხილვა, დაფინანსება და სხვა
  • ინფორმაცია მიმდინარე კონკურსების შესახებ. ძირითადი თემები, ვადები და პირობები
  • პრაქტიკული ინფორმაცია პროგრამაში მონაწილოების შესახებ. როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა პროგრამაში “ჰორიზონტი 2020”, მოთხოვნები, პარტნიორის ძიების საშუალებები და სხვა.

საინფორმაციო დღის წესრიგის სანახავად გადადით ამ ბმულზე.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად  დარეგისტრირდით  (გამოაგზავნოთ სახელი, გვარი, ორგანიზაცია, საკონტაქტო ინფორმაცია)  შემდეგ მისამართზე: n.shatirishvili@weg.ge  ან h2020georgia@gmail.com.  ელ-ფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთ „ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე – ენერგეტიკა“.

ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ პირებს.

გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია ენერგეტიკის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს შორის.