დაიწყო რეგისტრაცია ICT 2015 -ზე. გაიარე რეგისტრაცია დღეს და შეუერთდი ICT- ის ენთუზიასტებს კვლევითი, აკადემიური, პოლიტიკური, მრეწველობის, სტარტაფებისა და ინვესტორების წრეებიდან.
ICT 2015 -ზე რეგისტრაცია უფასოა და რეგისტრაციით გავლის შემდეგ გექნებათ წვდომა ICT 2015-ს კონფერენციაზე, საგამოფენო ღონისძიებებსა და კონტაქტების დასამყარებელ აქტივობებზე!
რეგისტრაცია ICT 2015 -ზე უფასოა და შეიცავს შემდეგ აქტივობებს 3 დღის განმავლობაში:
– პოლიტიკური კონფერენცია ყველა პლენარულ და თემატურ პარალელურ სესიებზე;
– კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით ევროპის ICT-ის სფეროში არსებული საუკეთესო ინოვაციური პროექტებისა და აპლიკაციების გამოფენა;
– კონტაქტების დამყარების მრავალი ფორმალური თუ არაფორმალური შესაძლებლობები; კონტაქტების დამყარების სესიები, პირისპირ შეხვედრები, საკონტაქტო ქსელების გაბმის ჯიხურები და „მყუდრო კუთხეები“ შეხვედრების გასამართად.
– სტარტაპებისა და ინოვაციიების ფორუმი, რომლის მიზანია უფრო მეტი აქტივობის გამოვლენა, „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში არსებული ინოვაციური ფირმებისა თუ კომპანიების მხარდაჭერის მიზნით უფრო მეტი ღონისძიებების განსაზღვრა;
– გაიცნონ და დაამყარონ კავშირები სტუდენტებთან, ახალგაზრდა მკლევარებთან და ინოვატორებთან.
მათ, ვინც გაივლის რეგისტრაციას ICT 2015 – ზე შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა დებატებში და ასევე მიიღონ ინფორმაცია არა მარტო დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ, არამედ ევროკომისიის იმ ინიციატივების შესახებ, რომელიც არსებობს ICT კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით და პროგრამა „ჰორიზონტი 2020“ – ის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ორიგინალ ბმულზე.