ჰორიზონტი 2020 პროგრამის საინფორმაციო დღე: უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია

ჰორიზონტი 2020 საინფორმაციო დღეების ფარგლებში,  2017 წლის 16 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგიის მიმართულებით.

საინფორმაციო დღეზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ჰორიზონტი 2020 პროგრამის მიზნებისა და მონაწილეობის წესების შესახებ. ასევე, ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში ენერგეტიკის მიმართულებით გამოცხადებული და დაგეგმილი კონკურსების შესახებ.  მოკლედ იქნა მიმოხილული მკვლევართა გადამზადებისა და კვლევითი კარიერის განვითარებისთვის მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები: მიმდინარე და დაგეგმილ კონკურსები.

საინფორმაციო დღეზე კვლევითი ინსტიტუტებისა თუ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მიეწოდე ინფორმაცია ჰორიზონტი 2020 პროგრამის კიდევ ერთ მხარდაჭერ ფინანსურ ინსტრუმენტზე, რომლის ფარგლებშიც, კვლევებისა და ინოვაციის კუთხით ნაკლებად განვითარებულ ინსტიტუციებს, მათი სამეცნიერო და ტექნოლოგიური დონის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან და/ან უნივერსიტეტებთან დამეგობრების შესაძლებლობა ეძლევათ.

საინფორმაციო დღეზე წარმოდგენილი პრეზენტაციები:

ნატალია შათირიშვილი – ჰორიზონტი 2020 პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირი ენერგეტიკის მიმართულებით  – იხილეთ ბმული

ნათია გაბიტაშვილი – ჰორიზონტი 2020 პროგრამის ეროვნული კოორდინატორი – იხილეთ ბმული