კვლევითი ინფრასტრუქტურის პოლიტიკა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი ღონისძიებები

კვლევითი ინფრასტრუქტურის პოლიტიკა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი ღონისძიებები

ინგლისურენოვანი ვერსია

კონკრეტული გამოწვევა
ევროკომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა კვლევითი ინფრასტრუქტურების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება საკვანძო მესამე ქვეყნებთან/რეგიონებთან.  აღნიშნული საერთაშორისო თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მსოფლიო-კლასის კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების, ექსპლუატაციისა და მართვის თვალსაზრისით, და ხელს შეუწყობს გლობალური მასშტაბით არსებული კვლევითი გამოწვევების გადაჭრას.

კუნკურსის სფერო:

  • საკონკურსო წინადადებაში აღწერილი უნდა იყოს კვლევითი ინფრასტრუქტურების სოციო-ეკონომიკური ეფექტი და მათი კავშირის ფინანსურ ინვესტიციებთან. მოდელი უნდა იყოს ადაპტირებადი ფართო სპექტრის სამეცნიერო მიმართულებებისთვის და ინფრასტრუქტურების ტიპებისათვის. მოდელმა ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო დონეზე ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას და კვლევით ინფრასტრუქტურებში ფონდების და სხვა დაინტერესებული აქტორების მიერ ინვესტიციების განხორციელებას. საპროექტო წინადადებამ თავი უნდა მოუყაროს კვლევითი ინფრასტრუქტურების სხვადასხვა უკვე არსებულ მოდელებს, და სადაც შესაძლებელია, ჩამოაყალიბოს ერთი მოდელის სახით.
  • კვლევითი მონაცემების ალიანსისადმი ევროპული მხარდაჭერის კონტექსტში, საპროექტო წინადადებამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ თავსებად კვლევითი ინფრასტრუქტურების შექმნას. საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული აქტივობებმა ფინანსური დახმარება უნდა გაუწიონ კვლევით მონაცემთა ალიანსიში ევროპელ სტეეიქჰოლდერების აქტიურ მონაწილეობას და კოორდინაციას.

კომისია მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად საპროექტო განაცხადების ბიუჯეტი პირველი მიმართულებით 1.5 მილიონ ევროს; ხოლო მეორე მიმართულებით –  3 და 3.5 მილიონ ევროს. თუმცა, შესაძლოა პროექტების წარდგენა ამ განსაზღვრული თანხის განსახვავებული ბიუჯეტითაც.

მოსალოდნელი შედეგი:
საპროექტო წინადადებით წარმოდგენილი აქტივობები დაეხმარებიან:კვლევითი

  • ინფრასტრუქტურის მიმართულებით საკვანძო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დამყარებაში;
  • ევროკავშირის როლის გაზრდა საერთაშორისო ორგანიზაციებში და მრავალმხრივ ფორუმებში.

საბუთების ბოლო შეტანის ბოლო ვადა:

2017 წლის 29 მარტი, 17:00:00 ბრიუსელის დროით.
კონკურსის დეტალური აღწერილობის და მონაწილეობის წესების სანახავად გადადით ბმულზე აქ