"ჰორიზონტი 2020” – ჯანმრთელობის მიმართულების საინფორმაციო დღე

გაცნობებთ, რომ 2017 წლის 9 მარტს, 16.00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (დ.უზნაძის ქუჩა 52) გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – ”ჰორიზონტი 2020” ჯანმრთელობის მიმართულების საინფორმაციო დღე.

საინფორმაციო დღეზე წარმოდგენილი იქნება:

  1. კლინიკური კვლევების ადგილი პროგრამაში ”ჰორიზონტი 2020”;
  2. საპროექტო წინადადების შეფასების ძირითადი ასპექტები;
  3. მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი კონკურსები;
  4. Widening Participation და  Innovation in SMEs პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი კონკურსები.

შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

საინფორმაციო დღის დღის წესრიგი
საინფორმაციო დღეზე მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე: h2020georgia@gmail.com