ჰორიზონტი 2020 პროგრამის საინფორმაციო დღე – ჯანმრთელობის მიმართულება

2017 წლის 9 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – ჰორიზონტი 2020  ჯანმრთელობის მიმართულების საინფორმაციო დღე.
ჰორიზონტი 2020 საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მედიცინის სფეროს აკადემიური და არა-აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა.   საინფორმაციო დღეზე ჰორიზონტი 2020 პროგრამის ჯანმრთელობის მიმართულების საკონტაქტო პირმა, მაია ოკუჯავამ და ჰორიზონტი 2020 პროგრამის ეროვნულმა კოორდინატორმა, ნათია გაბიტაშვილმა დამსწრე სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები ჰორიზონტი 2020 პროგრამაში მონაწილოების წესებისა და ჰორიზონტი 2020 პროგრამაში კლინიკური კვლევების ადგილის შესახებ; ასევე, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი კონკურსების შესახებ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხს.

საინფორმაციო დღეზე წარმოდგენილი პრეზენტაციები:

  1. მაია ოკუჯავა – იხილეთ ბმული;
  2. ნათია გაბიტაშვილი – იხილეთ ბმული.