მეცნიერების შესახებ განათლება საკლასო ოთახის ფარგლებს გარეთ

კონკრეტული გამოწვევა:
მრავალი ანალიზი ჩატარდა სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეცნიერების შესახებ განათლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. თუმცა, საკლასო ოთახებს ფარგლებს გარეთ, არა-საგანმანათლებლო აქტივობების ფორმით, შეთავაზებული მეცნიერების შესახებ განათლება, მისი ხასიათისა და ზეგავლენის კუთხით არ არის შესწავლილი. რეალურ ცხოვრებაში ხშირად ხდება ცოდნის მიღება და ცოდნის შეფასება, ინტერნეტის მეშვეობით. ეს მეთოდი მნიშნელოვანია გამოცდილი ინტერნეტ-მომხმარებლების ხელშეწყობისა და სამეცნიერო მოქალაქეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. რა ინფორმაციაა ინტერნეტით ხელმისაწვდომი და რისი სწავლა შეიძლება ამ მეთოდით, სასარგებლოა იმის გამოსარკვევად, თუ რა გავლენას ახდენს საკლასო ოთახის ფარგლებს გარეთ მიღებული მეცნიერების შესახებ განათლება დღევანდელ მოქალაქეებზე.

საკონკურსო თემის ფარგლები:
საკლასო ოთახის ფარგლებს გარეთ არსებული ცოდნა მეცნიერების შესახებ განათლებაზე და მისი ზეგავლენა მოქალაქეებზე საჭიროებს ანალიზს, სადაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გენდერული და გეოგრაფიული სხვაობებიც. ანალიზი ასევე უნდა მოიცავდეს სოციო-ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებს. შემოთავაზებულ საპროექტო წინადადებაში კონკრეტულად უნდა იყოს მოცემული ამ ტიპის სწავლება რა სახით უწყობს ხელს საკლასო ოთახში მიღებულ განათლებას. აღწევს თუ არა წარმატებას იმ სეგმენტში, რომელშიც საკლასო ოთახში ჩატარებული სწავლება წარუმატებელია.

ამ კონკრეტული გამოწვევის გასამკლავებლად, საპროექტო წინადადებებს უნდა ჰქონდეს ფართო გეოგრაფიული დაფარვა. კონსორციუმი უნდა შედგებოდეს პარტნიორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ევროკავშირის და ასოცირებული ქვეყნებიდან მინიმუმ 10  სხვადასხვა ქვეყნაში, თუმცა შესაძლებელია უფრო  მცირე ზომის კონსორციუმის მონაწილეობაც.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ ევროკავშირისაგან 3 მილიონ ევრომდე ფინანსური კონტრიბუციის მოთხოვნის მქონე საპროექტო განაცხადებს შეეძლებათ ამ კონკრეტული გამოწვევის სათანადოდ გამკლავება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ევროკომისიაში სხვა რაოდენობის ბიუჯეტის მქონე საპროექტო წინადადებების წარდგენა-შერჩევას.

მოსალოდნელი შედეგი:
მცირევადიან პერსპექტივაში, საპროექტო წინადადებით უნდა მოახდეს საკლასო ოთახების ფარგლებს გარეთ მეცნიერების შესახებ განათლების კუთხით საუკეთესო გამოცდილების იდენტიფიცირება. საპროექტო წინადადებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ის, თუ რა ზეგავლენა აქვს იდენტიფიცირებულ ინფორმაციას სტუდენტებსა და მოქალაქეებისთვის განკუთვნილ ფორმალურ და არაფორმალ მეცნიერების შესახებ განათლებაზე.

საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ამ კონკურსით გამარჯვებული პროექტების შედეგები დაეხმარება ევროკავშირს უკეთ გაიგოს რეგულარული ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფარგლებს გარეთ მიღებული მეცნიერების შესახებ განათლების ზეგავლენა და შედეგები. ამასთან, გამარჯვებული პროექტების შედეგები ხელს შეუწყობს მეცნიერების შესახებ განათლებაში ისეთი, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას, რომლებიც  საზოგადოებრივ საჭიროებებს გამოხატავენ.

გრძელვადიან პერსპექტივაში, საპროექტო წინადადების კვლევის შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს არსებული ინფორმაციის აკრედიტირების შესახებ გასამართ განხილვებს.

კონკურსის გამჭოლი პრიორიტეტებია:
სოციო-ეკონომიკური მეცნიერებები და ჰუმანიტარული მეცნიერებები

კონკურსის ტიპი: კვლევისა და ინოვაციის აქტივობა.
კონკურსი შედგება ერთი ეტაპისგან.

საპროექტო წინადადებების შეტანა იწყება 2017 წლის 12 აპრილს;
საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა: 2017 წლის 30 აგვისტო, 17:00:00 ბრიუსელის დროით.

მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია მოცემულია სამუშაო პროგრამის: ნაწილი A, ნაწილი B და ნაწილი C;

ხოლო საპროექტო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები, პროცედურები, ქულები და გადასალახი ზღვარი მოცემულია სამუშაო პროგრამის H ნაწილში.

საპროექტო წინადადების წარდგენისა და შეფასების პროცესის სახელმძღვანელო დოკუმენტის სანახავად გადადით ბმულზე აქ

ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის ინგლისურენოვანი გვერდი.