საკონკურსო თემა: მარი სკლოდვოსკა-კიურის ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები

კონკურსში საბუთების მიღება იწყება 2017 წლის 11 აპრილს;
საბუთების შეტანის ბოლო ვადა 2017 წლის 14 სექტემბერი,
17:00:00 ბრიუსელის დროით

ინგლისურენოვანი ვერსია

მიზანი:
ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების მიზანს წარმოადგენს იმ გამოცდილი მკვლევარების შემოქმედებითი და ინოვაციური პოტენციალის

გაზრდა, რომლებსაც სურთ საკუთარი კომპეტენციის დივერსიფიცირება უნარების შეძენის, კვალიფიკაციის გაუმჯობესების, საერთაშორისო და ინტერ-სექტორული მობილობის გზით.

ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები დაინტერესებულ პირებს ახალი ცოდნის შეძენის და მისი ტრანსფერის  შესაძლებლობას აძლევს. ასევე, ევროპის ფარგლებში (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ასოცირებული ქვეყნები) ან მის ფარგლებს გარეთ, კვლევისა და ინოვაციების საკითხებზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული სქემა განსაკუთრებულად მხარს უჭერს ევროპის ფარგლებს გარეთ მყოფი იმ მკვლევარების დაბრუნებასა და რეინტეგრაციას, რომლებიც ადრე აქ[1] [ევროპაში] მუშაობდნენ. სქემა ასევე ეხმარება იმ მკვლევრებს, რომლებსაც გააჩნიათ დიდ პოტენციალი, მათი გამოცდილების გათვალისწინებით, ხელახლა დაიწყონ ინდივიდუალური მკვლევარის კარიერა.

ფარგლები:
დახმარებაში მოიაზრება ინდივიდუალური, ტრანს-ნაციონალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები, რომლებიც მიენიჭებათ ნებისმიერი ნაციონალობის მქონე საუკეთესო და ყველაზე პერსპექტიულ მკვლევარებს, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა თუ ასოცირებულ ქვეყნებში დასაქმება. დახმარების მისაღებად, საპროექტო განაცხადი უნდა მომზადდეს ერთობლივად მკვლევარისა და აკადემიური ან არა-აკადემიურის სეწტორის წარმომადგენელი ბენეფიციარი დაწესებულების მიერ.

ყოველი ინდივიდუალური მკვლევარის მიერ წარდგენილი მხოლოდ ერთი საპროექტო წინადადების შეფასება მოხდება.

არსებობს ორი ფორმის სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები: (1) ევროპული  სტიპენდიები და (2) გლობალური სტიპენდიები.

(1)
ევროპული სამეცნიეროკვლევით სტიპენდიები ხორციელდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ან ასოცირებულ ქვეყნებში და ღიაა მკვლევრებისთვის, რომლებიც მოემგზავრებიან ევროპაში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ან მობილობას ახორციელებენ ევროპის ფარგლებში. მკვლევარი უნდა აკმაყოფილებდეს იმ ქვეყნის მობილობის წესებს, რომელშიც სურს ევროპული სამეცნიერო-კვლევითი მივლინების განხორციელება.

ევროპაში გრძელვადიანი კვლევითი თანამდებობის დასაკავებლად, მათ შორის საკუთარ ქვეყანაში,  მკვლევარების დაბრუნება და რე-ინტეგრაცია მხარდაჭერილია ევროპული სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიის მულტი-დისციპლინარული რეინტეგრაციის პანელის“ მიერ.

კარიერული პაუზის შემდეგ (მაგ, დეკრეტული შვებულება), ევროპაში კვლევების განსაახლებლად, პირებს შეუძლიათ წარადგინონ საპროექტო წინადადება ევროპული სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიის კიდევ ერთი მულტი-დისციპლინარულ კარიერის ხელახლა დაწყების პანელზე“.

კარიერის ხელახლა დაწყების პანელზე საბუთების წარდგენის უფლების მოსაპოვებლად, მკვლევრები, საპროექტო წინადადების წარდგენის ბოლო ვადამდე მინიმუმ 12 თვის განმავლობაში, არ უნდა იყვნენ ჩართულნი აქტიურ კვლევით საქმიანობაში.

მკვლევრებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ კვლევით და ინოვაციურ პროექტებზე არა-აკადემიური სექტორის ორგანიზაციაში, დახმარების მიღება შეუძლიათ ევროპული სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების მულტი-დისციპლინარული საზოგადოება და საწარმოს პანელის მეშვეობით. ამ პანელის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ და არა-აკადემიურ სექტორებს შორის კარიერულ გადაადგილებას. პანელის მიზანია მკვლევრებისთვის აკადემიური სექტორის ფარგლებს გარეთ მიმზიდველი კარიერული შესაძლებლობების განხორციელების ხელშეწყობა.

(2) გლობალურ სამეცნიეროკვლევით სტიპენდიებში მოიაზრება მესამე ქვეყანაში მივლინება და ევროპელ მასპინძელ დაწესებულებაში სავალდებულო 12 თვიანი დაბრუნება. მკვლევარი უნდა აკმაყოფილებდეს იმ ქვეყნის მობილობის წესებს, რომელშიც მიემგზავრება გლობალური სამეცნიერო-კვლევითი მივლინებით, და არა იმ ქვეყნის წესებით, რომელშიც გაატარებს დაბრუნების სავალდებულო ეტაპს.

ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების მიმღებ მკვლევრებს, მათი სტიპენდიის ხანგრძლივობის განმავლობაში, შეუძლიათ ევროპაში მივლინების ეტაპის გათვალისწინებაც, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება არა-აკადემიურ სექტორს. 18 თვეზე ნაკლები სტიპენდიების შემთხვევაში, მივლინების ფაზის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3 თვემდე. 18 თვეზე მეტი სტიპენდიების შემთხვევაში, მივლინების ფაზის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 თვემდე. მივლინების ფაზა შეიძლება იყოს ერთჯერადი ან გაიყოს მოკლევადიან მობილობის პერიოდებად. მივლინებამ მნიშვნელოვანი გავლენა უნდა იქონიოს სტიპენდიის „ზეგავლენის“ (impact) ნაწილზე.

კარიერის განვითარების გეგმა ხელმძღვანელ(ებ)ისა და მკვლევარის მიერ ერთობლივად უნდა იყოს განსაზღვრული.

კვლევისა და ინოვაციების მიზნების გარდა, აღნიშნული გეგმა ასევე ითვალისწინებს მკვლევარის ტრენინგისა და კარიერულ საჭიროებებს , რაც ასევე მოიცავს:  ტრენინგის გავლას ე.წ. გადატანადი უნარების (transferable skills) განვითარებაზე, ასევე პუბლიკაციების გამოქვეყნებისა და კონფერენციაში მონაწილეობის  შესაძლებლობებს.

მოსალოდნელი შედეგები:

მკვლევარის დონეზე:

  • გაუმჯობესებული როგორც სამეცნიერო, ასევე, გადატანადი უნარები, თავის მხრივ გაზრდის  მკვლევარის დასაქმების შანსს და გააუმჯობესებს კარიერულ წინსვლას როგორც აკადემიურ, ასევე არა-აკადემიურ სფეროში;
  • მოხდება კვლევისა და ინოვაციის “იმპაქტის” შედეგების გაზრდა; ხელი შეეწყობა ცოდნისა და იდეების გარდაქმნას პროდუქტებად და სერვისებად ;
  • ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და საზოგადოების მშენებლობაში მკვლევარი უფრო მეტ წვლილს შეიტანს;

ორგანიზაციის დონეზე:

  • გაუმჯობესდება ურთიერთთანამშრომლობა და დამყარდება  უფრო მტკიცე კავშირები;
  • სექტორებსა და დისციპლინებს შორის მოხდება ცოდნის  ტრანსფერი;
  • მონაწილე ორგანიზაციებს შორის კვლევისა და ინოვაციის შესაძლებლობების გაზრდა;

სისტემურ დონეზე:

  • ევროპაში გაიზრდება მკვლევართა მობილობა (საერთაშორისო, ინტერდისციპლინარული, სექტორებს შორის);
  • ევროპის კვლევისა და ინოვაციების ადამიანური კაპიტალი შეივსება მეწარმეობის უნარის მქონე და უკეთ მომზადებული მკვლევარებით;
  • ინოვაციების და კვლევებისა შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა გაიზრდება და გახდება ეფექტური;
  • გაიზრდება ევროპის როგორც კვლევისა და ინოვაციების ხელშემწყობი რეგიონის, მიმზიდველობა;
  • კვლევისა და ინოვაციის ხარისხიანი წარმოება ხელს შეუწყობს ევროპის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

კონკურსის ტიპები: MSCA-IF-EF-CAR CAR – Career Restart panel, MSCA-IF-EF-RI RI – Reintegration panel, MSCA-IF-EF-SE Society and Enterprise panel, MSCA-IF-EF-ST Standard EF, MSCA-IF-GF Global Fellowships.

საპროექტო წინადადების შეტანა იწყება 2017 წლის 11 აპრილს – ბოლო ვადაა 2017 წლის 14 სექტემბერი, 17:00:00, ბრიუსელის დროით.

საკონკურსო პირობები:

    • დაფინანსების მიღების წესები და ქვეყნების სია შეგიძლიათ იხილოთ ზოგადი სამუშაო პროგრამის ზოგადი დანართების A ნაწილში;
    • საბუთების მიღების სტანდარტული წესები და მონაწილეობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია ზოგადი სამუშაო პროგრამის ზოგადი დანართების B ნაწილსა და C ნაწილში;
    • შეფასების წესები მოცემულია ზოგადი სამუშაო პროგრამის ზოგადი დანართების H ნაწილში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე აქ

[1] ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ასოცირებული ქვეყნები;