“ჰორიზონტი 2020” – საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით საინფორმაციო დღე

გაცნობებთ, რომ 2017 წლის 10 მაისს, 16.00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (დ.უზნაძის ქუჩა 52) გაიმართება საინფორმაციო დღე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – ”ჰორიზონტი 2020” საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით“.საინფორმაციო დღეს გახსნის განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი.

ჰორიზონტი 2020 პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, გივი ქოჩორაძე და ჰორიზონტი 2020 პროგრამის ეროვნული კოორდინატორი, ნათია გაბიტაშვილი საინფორმაციო დღეზე წარმოადგენენ პრეზენტაციებს შემდეგ თემებზე:

  1. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში და ევროკომისიის პროექტების შედეგების დანერგვის შესაძლებლობები საქართველოს პირობებში;
  2. „ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში მონაწილეობის წესები და რჩევები, მიმდინარე და დაგეგმილი კონკურსები: მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის, SME ინსტრუმენტისა და Widening Pariticipation-ის მიმართულებით.

შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

საინფორმაციო დღეზე მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე: h2020georgia@gmail.com

რეგისტრაციისას მიუთითეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  1. სახელი გვარი;
  2. ინსტიტუცია;
  3. დაკავებული თანამდებობა;
  4. ელ-ფოსტა & მობილური ტელეფონის ნომერი.