2016 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროკავშირში ოფიციალური სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრა გამართა კვლევისა და ინოვაციების საკითხებში ევროკომისარ კარლოს მოედაშთან.
მხარეებმა ისაუბრეს ჰორიზონტი 2020 პროგრამაში საქართველოს მონაწილეების გაზრდისთვის აუცილებელ განსახორციელებელ აქტივობებზე, სირთულეებსა და პერსპექტივებზე.