ჰორიზონტი 2020 საინფორმაციო დღე – საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით

2017 წლის 10 მაისს, 16.00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა საინფორმაციო დღე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – ”ჰორიზონტი 2020” საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით“.
საინფორმაციო დღეს გახსნა განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა.

საინფორმაციო დღეზე  წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია თემაზე „ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში მონაწილეობის წესები და რჩევები, მიმდინარე კონკურსები – მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები, SME ინსტრუმენტი და Twinning-ის აქტივობები“.

მეორე თემა, რაზეც ასევე გაკეთდა პრეზენტაცია იყო – საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში და ევროკომისიის პროექტების შედეგების დანერგვის შესაძლებლობები საქართველოს პირობებში.

პროგრამის “ჰორიზონტი 2020”  საინფორმაციო შეხვედრები  სისტემატიურად იმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც დაინტერესებულ აუდიტორიას სრული ინფორმაცია მიეწოდება პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მოვლენებზე.