ევროპული ფონდების მართვის საკონსულტაციო ცენტრის ტრენინგები

ევროპული ფონდების მართვის საკონსულტაციო ცენტრის ტრენინგები ჰორიზონტი 2020 პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციებს სთავაზობს 3 დღიან კურს თემაზე „ჰორიზონტი 2020 პროექტების ფინანსური მართვა: თეორიული და პრაქტიკული მიდგომაკურსზე მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, როგორც სრულ 3 დღიან, ისე 2 დღიან ტრენინგზე.

დღე 1: ევროკავშირის გარემო და პერსონალის ხარჯები;
დღე 2: ხარჯების დეკლარაცია & პირდაპირი ხარჯები;
დღე 3: აუდიტის პროცედურა.

ტრენინგის მოდული შედგენილია იმგვარად, რომ უპასუხოს შემდეგ თემებს:

  • იცით თუ არა, როგორ ხდება ფაქტიურ დანახარჯებზე/ერთეულ ხარჯებზე დაყრდნობით პერსონალის დანახარჯების კალკულაცია?
  • შეგიძლიათ ერთმანეთისგან განასხვაოთ ქვეკონტრაქტორების ხარჯები, სერვისების შესყიდვის ხარჯებისაგან?
  • შიდა წესების შესაბამისად, როგორ ხდება საქონლის და სერვისების ინვოისირება და რა კრიტერიუმები არსებობს ამ თვალსაზრისით?
  • იცით თუ არა კოორდინატორი ორგანიზაციის ვალდებულებები?

2-დღიანი კურსის ღირებულებაა: €1090;

3-დღიანი კურსის ღირებულებაა: €1490

2017 წელს ტრენინგ კურსების ჩატარების განრიგი:

2-3-4 აგვისტო – ამსტერდამი, ნიდერლანდები;
6-7-8 სექტემბერი – რიგა, ლატვია;
4-5-6- ოქტომბერი – ბერლინი, გერმანია;
8-9-10 ნოემბერი – ათენი, საბერძნეთი
6-7-8 დეკემბერი – მადრიდი, ესპანეთი

დამატებითი ინფორმაციისათვის და/ან რეგისტრაციის გავლისთვის ეწვიეთ ამ ბმულზე.