ევროკავშირში 2017 წლის ლიდერი ინოვატორი ქვეყანა კვლავაც შვედეთია

ინოვაციის მიმართულებით შვედეთი 2017 წელსაც ევროკავშირის ლიდერ ქვეყნად დასახელდა.

ევროკომისიამ ევროკავშირის 2017 წლის ინოვაციური ქვეყნების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. 

პირველ ადგილს 2016 წლის მსგავსად,  კვლავ შვედეთი იკავებს. მას მოჰყვება დანია, ფინეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.

დანია ინოვაციის ლიდერია ადამიანური რესურსების და ინოვაციურად-მეგობრული გარემოს მიმართულებით;

ლუქსემბურგი, მიმზიდველი კვლევითი სისტემებითა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით;

ფინეთი, ფინანსებისა და მხარდაჭერის კუთხით;

გერმანია, ისეთი კომპანიების რაოდენობის კუთხით, რომლებიც ინოვაციაში ახორციელებენ ინვესტიციას.

ბელგია, ინოვაციური კავშირებისა და თანამშრომლობის დამყარების მიმართულებით;

დიდი ბრიტანეთი, გაყიდვების შედეგების კუთხით;

ირლანდია, მცირე და საშუალო საწარმოების ინოვაციისა და ინოვაციით გამოწვეული დასაქმების ეფექტის მიმართულებით.