ევროპული კვლევითი სივრცის კათედრა (ERA Chair)
გამორჩეულ მკვლევრებს შესწევთ, გადამწყვეტი და დადებითი გავლენა იქონიონ კვლევითი დაწესებულებების კულტურასა და საქმიანობაზე, განსაკუთრებით კვლევისა & ინოვაციის სფეროში დაბალი შედეგების მქონე ქვეყნებში.
ERA Chairs აქტივობები მიმართულია კონკრეტული გამოწვევის მოსაგვარებლად. კერძოდ, მაღალი ხარისხის მკვლევრებისა და კვლევის მენეჯერებისათვის სათანადო პირობებისა და შესაძლებლობების შექმნის კუთხით, რათა ისინი გადავიდნენ დაინტერესებულ ინსტიტუციებთან და ჩაერთონ ამ ინსტიტუციებში კვლევითი კომპონენტის განვითარებასა და გაუმჯობესებისკენ მიმართულ საქმიანობაში, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს, აღნიშნული ინსტიტუციის ინოვაციური და კვლევითი ლანდშაფტის უკეთესობისკენ შეცვლას.
ფარგლები:
ERA Chairs აქტივობები ითვალისწინებს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას. ამგვარი მხარდაჭერის მიზანია, მოიზიდოს და შეინარჩუნოს მაღალი ხარისხის ადამიანური რესურსები გამორჩეული მკვლევარის და კვლევითი მენეჯერის (ERA Chair Holder) ხელმძღვანელობის ქვეშ. პარალელურად, ინსტიტუციაში განახორციელოს სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც აუცილებელია დაწესებულების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის.
სამეცნიერო დარგად შეიძლება შერჩეული იყოს ნებისმიერი კვლევითი და ინოვაციის სფერო. თუმცა აუცილებელია შერჩეული სფერო მჭიდროდ იყოს კავშირში ERA Chair Holder-ის აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობასთან.
კვლევითმა ორგანიზაციამ, რომელიც დაინტერესებულია ERA Chairs-ების დაფუძნებით, ევროკომისიაში უნდა წარადგინოს საპროექტო წინადადება SWOT-ის ანალიზზე დაყრდნობით, რომლის მიზანიც იქნება აღნიშნულ კვლევით ინსტიტუტში სტრუქტურული ცვლილების განხორციელების ხელშეწყობა. საპროექტო წინადადებაში უნდა იყოს გათვალისწინებული ის პირობები, რომელიც აუცილებელია, ინსტიტუციაში გამორჩეული კვლევის ჩატარების ხელშეწყობისთვის.
საპროექტო წინადადებაში მოცემული და დეტალურად აღწერილი უნდა იყოს მექანიზმები, რომლებიც შესაბამისობაშია ERA-ს პრიორიტეტებთან, მათ შორის მკვლევრებისა და მკვლევართა დაქირავებისათვის აუცილებელი ქცევის კოდექსის ევროპული ქარტია, კვლევით ჯგუფებში და გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობა, შექმნილი კვლევითი ინფრასტრუქტურის უკეთ გამოყენება (ევროკავშირის თანა-დაფინანსებული კვლევითი ინფრასტრუქტურა და აპარატურა); ასევე აპარატურასა და ინფრასტრუქტურაში განხორცილებული აუცილებელი ინვესტიციების აღწერა. ამ უკანასკნელისთვის აუცილებელია, აღნიშნული იყოს ურთიერთობა სახელმწიფო ან რეგიონალურ ხელისუფლებასთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს აქტივობების კოორდინაცია და მხარდაჭერის მობილიზება, მათ შორის ევროპის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდებიდან. სადაც შესაძლებელია, აღნიშნული იყოს კავშირი მდგარდი განვითარების მიზნებთან.
ERA Chair Holder-ები უნდა იყვნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე გამოცდილების მქონე, კვლევის რომელიმე კონკრეტულ დარგში გამორჩეული მკვლევრები და კვლევითი მენეჯერები. მათ უნდა შექმნან საკუთარი გუნდი და დაეხმარონ კვლევით ორგანიზაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კვლევითი საქმიანობა და გახადოს იგი უფრო წარმატებული სხვადასხვა ფონდებიდან კონკურენტული დაფინანსებების მოპოვების თვალსაზრისით.
ERA Chair Holder-ს უნდა ეკავოს პროფესორის ან მსგავსი თანამდებობა ორგანიზაციაში/უნივერსიტეტში, რაც მას შესაძლებლობას მისცემს მიიღოს შესატყვისი რესურსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებები, ზედამხედველობა გაუწიოს ჯგუფის წევრებს და თავისუფლად მოითხოვოს კვლევითი დაფინანსება, იმისათვის, რომ გაზარდოს გუნდის წევრების და ინსტიტუციის კვლევითი განვითარების დონე. საპროექტო წინადადებაში მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი ERA Chair Holder-ის სახელფასო პაკეტი და კრიტერიუმი, რომლის შესაბამისადაც მოხდა ანაზღაურების დონის დადგენა. ასევე უნდა იყოს მითითებული მისი როლი, პასუხისმგებლობის და ვალდებულებების დონე , რომელიც შესაძლებლობას მისცემს მას განსაზღვროს ERA Chair-ის ამოცანების/დავალებები განხორციელებადობა.
ERA Chair Holder-ს თანამდებობა ღია უნდა იყოს ევროკავშირის და არა-ევროკავშირის მოქალაქეებისათვის. ERA Chair Holder-ს დანიშვნა უნდა მოხდეს მასპინძელი ინსტიტუტის მიერ დაფინანსების შემთხვევაში, პროექტის დაწყებისთანავე. მის დანიშვნას უნდა მოჰყვეს ღია, გამჭირვალე და კვალიფიკაციაზე-დაფუძნებული შერჩევის პროცესი, რომლის მონიტორინგს ევროკომისია განახორციელებს.
მოსალოდნელია, რომ ERA Chair Holder-ს აღნიშნული თანამდებობა აღნიშნული გრანტის სრული პერიოდის განმავლობაში ეკავოს. ERA Chair Holder უნდა დაინიშნოს სრული შტატის მქონე (მუდმივი ან არა-მუდმივი) თანამდებობაზე, გრანტის მიმღები ორგანიზაციის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
გრანტის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 5 წელი შეიძლება იყოს. გრანტი დაფარავს ERA Chair Holder-ს დანიშვნის და ჯგუფის წევრების ადმინისტრაციულ ხარჯებს, მაგ, ხელფასები, თანამდებობაზე აყვანის ხარჯები, მგზავრობის და ცხოვრების ხარჯები.
გრანტი უზრუნველყოფს ისეთი ღონისძიებების დაფინანსებას, რომელთა მიზანია დაწესებულებაში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობა, მაგ, ტრენინგების, შეხვედრების, პუბლიკაციების და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვის ხარჯები. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული დაფინანსება არ აკეთებს აქცენტს აღჭურვილობის დაფინანსებაზე, თუმცა შესაძლებელია, გამონაკლისის დაშვება, თუ ეს გამონაკლისი წარმოადგენს ჰორიზონტი 2020 მოთხოვნილი დაფინანსების მცირე, უმნიშვნელო ნაწილს და აუცილებელია აღნიშნული პროექტის მიზნების განსახორციელებლად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ კონკურსით გათვალისწინებული გრანტი არ შეიძლება მოხმარდეს:
- ინფრასტრუქტურის ხარჯებს;
- კვლევით ხარჯებს (მათ შორის, მოხმარებად საგნების).
ევროკომისია მიიჩნევს, რომ 2.5 მილიონ ევროს ბიუჯეტის მქონე საპროექტო წინადადებებს შეუძლიათ აღნიშნულ კონკურსში დასახული გამოწვევის გადაჭრა. თუმცა, ევროკომისია არ გამორიცხავს უფრო ნაკლები ბიუჯეტის მქონე საპროექტო მიღებას.
მოსალოდნელი შედეგი:
- საერთაშორისოდ გამორჩეული, მობილური მკვლევრებისათვის მონაწილე ინსტიტუციის, მასპინძელი რეგიონისა და ქვეყნის მიმზიდველობის გაზრდა;
- გაზრდილია ინსტიტუციის კვლევითი პოტენციალი ERA Chair holder-ის შერჩეულ კონკრეტულ კვლევით დარგში;
- გაუმჯობესებულია ინსტიტუციის შესაძლებლობა იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ფონდებიდან დაფინანსების მოპოვებაში;
- განხორციელებულია ინსტიტუციური ცვლილებები ERA Chair-ის მასპინძელ ინსტიტუტში, ევროპული კვლევითი სივრცის პრიორიტეტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით (მათ შორის, სამუშაოზე აყვანის ღია პოლიტიკა, გენდერული ბალანსი, კოლეგიალური შეფასება და ინოვაციური სადოქტორო ტრენინგები).
კონკურსის ინგლისურენოვანი ვერსიის სანახავად გადადით ამ ბმულზე.
კონკურსში საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ნოემბერი, 17:00:00 ბრიუსელის დროით.
კონკურსის აქტივობის ტიპი: კოორდინაციისა და მხარდაჭრის აქტივობა.