ინოვაციებისა და ინვესტიციების სფეროში შემფასებელ ექსპერტთა კონკურსი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “ჰორიზონტი 2020 საკოორდინაციო სამსახური” ავრცელებს ინფორმაციას ინოვაციებისა და ინვესტიციების სფეროში ექსპერტთა კონკურსის შესახებ.

კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოშა მოედაშმა გამოაცხადა ინოვაციებისა და ინვესტიციების სფეროში ექსპერტთა კონკურსი. შერჩეული ექსპერტები შეაფასებენ მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ევროკავშირის დაფინანსების მოსაპოვებლად წარდგენილ საპროექტო წინადადებებს გამრღვევი ინოვაციების მიმართულებით.

შერჩეული იქნებიან საუკეთესო ექსპერტები, რომელთაც დიდი პროფესიული გამოცდილება გააჩნიათ მეწარმეობის, ინვესტიციებისა და ინოვაციების სფეროში.

აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს პილოტირების რეჟიმში მყოფი ევროპის ინოვაციების საბჭოს შემადგენელ ნაწილს. შემდგომ ეტაპზე, ექსპერტები ჩაატარებენ გასაუბრებებს აპლიკანტებთან და შეარჩევენ მათგან საუკეთესო ინოვატორებს, რომლებიც უნდა დაფინანსდნენ.

რეგისტრაციის გავლის მიზნით, ექსპერტებმა უნდა შეავსონ მონაცემები ამ ვებგვერდზე.

ექსპერტების სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტის მისამართზე: h2020georgia@gmail.com .