ევროკომისია უხსნის თავის კვლევით ლაბორატორიებს ჰორიზონტი 2020 პროგრამის ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენელ მკვლევრებსა და მეცნიერებს

ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი (JRC – Joint Research Centre) ხსნის თავის სამეცნიერო ლაბორატორიებსა და ობიექტებს მათთვის, ვინც მუშაობს აკადემიურ და კვლევითი ორგანიზაციებში, მრეწველობაში, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებსა (SMEs) და ზოგადად, საჯარო და კერძო სექტორებში.

ერთობლივი კვლევითი ცენტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, კანდიდატი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის კვლევითი პროგრამა “ჰორიზონტი 2020”-თან (Horizon 2020) ასოცირებული ქვეყნების მკვლევარებსა და მეცნიერებს სთავაზობს წვდომას თავის არაბირთვულ მოწყობილობებზე.

მოწვეული მკვლევრებისთვის აღნიშნული წვდომის შეთავზება წარმოადგენს JRC-ის სტრატეგიის ნაწილს, რათა:
• გაუმჯობესდეს სამეცნიერო ცოდნის გავრცელება;
• გაიზარდოს კონკურენცია;
• კვლევასა და მრეწველობას შორის შეივსოს სიცარიელე.

მეცნიერებს ექნებათ შესაძლებლობა, იმუშაონ შემდეგ სფეროებში:
• ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა (ევრატომის ლაბორატორიები);
• ქიმია;
• ბიომეცნიერებები/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
• ფიზიკური მეცნიერებები;
• ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT);
• პროგნოზირება.

შედეგები ასევე ხელს შეუწყობს JRC- ის მისიას, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის პოლიტიკურ მოღვაწეობას.
საპილოტე პროექტში ISPRA-ს (იტალია) სამი კვლევითი ობიექტი, რომელიც აღჭურვილია სტუმრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, უზრუნველყოფს წვდომას შენობებისა და ნანობიოტექნოლოგიების უსაფრთხოებისა და დაცულობის დარგებზე.

სხვა JRC-ის კვლევითი ობიექტები ბელგიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში გეგმავენ, რომ 2017-2018 წლების საპილოტე ფაზის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად უზრუნველყონ წვდომა.

შესაბამისობაზე ორიენტირებული წვდომა 
შესაბამისობაზე ორიენტირებული წვდომა განსაკუთრებით დამოკიდებულია ევროპულ დონეზე სამეცნიერო და სოციალურ-ეკონომიკურ რელევანტურობაზე. იგი ეფუძნება კოლეგიალური შეფასებით შერჩევის პროცესს, რომელიც მოსდევს კონკურსის გამოცახდებას. პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს JRC-ის იმ ტექნოლოგიებთან წვდომას, რომლებიც შესაბამისობით ორიენტირებულია, გულისხმობს მხოლოდ იმ გადასახადს, რომლებიც უკავშირდება ასეთი წვდომით განპირობებულ დამატებით ხარჯებს.

ლაბორატორიებში კვლევით ინფრასტრუქტურაზე წვდომაზე გამოცხადებული კონკურსები და კონკურსის ვადები:

Reaction Wall, European Laboratory for Structural Assessment (ELSA)
ლაბორატორიაზე წვდომის კონკურსი ღიაა 2017 წლის 29 სექტემბერიდან – 29 დეკემბერის ჩათვლით.  დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით აქ.


Hopkinson Bar facility, European Laboratory for Structural Assessment (ELSA)
ლაბორატორიაზე წვდომის კონკურსი ღიაა 2017 წლის 26 ივნისიდან – 20 ოქტომბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით აქ


Nanobiotechnology laboratory
ლაბორატორიაზე წვდომის კონკურსი ღიაა 2017 წლის 26 ივნისიდან – 20 ოქტომბრის ჩათვლით; დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით აქ.


კონკურსში მონაწილეობის პირობები მოცემულია ამ ბმულზე

ინგლისურენოვანი ვერსია