მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის “COST Actions” საინფორმაციო დღე

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და  COST ასოციაციის ხელშეწყობით 2017 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის “COST Actions” საინფორმაციო დღე“.

საინფორმაციო დღეს გაუძღვება COST-ის ასოციაციის წარმომადგენელი, სამეცნიერო მიმართულების ოფიცერი ქ-ნი ინგა დადეშიძე, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაცია COST actions-ით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.

საინფორმაციო დღე გაიმართება 2017 წლის 2 ოქტომბერს, 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის #115 აუდიტორიაში.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამა – COST”-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის მასშტაბით მკვლევრების მობილობის ზრდასა და მათი სამეცნიერო გამორჩეულობის დამკვიდრებას COST აქციების (COST Actions) გზით, სხვადასხვა ე.წ. „networking” ინსტრუმენტების გამოყენებით.

COST Actions არის ეროვნულ დონეზე დაფინანსებული პროექტების მინიმუმ 5 მონაწილე ქვეყნისგან შემდგარი ქსელი.

COST Actions აფინანსებს შემდეგი ტიპის აქტივობებში მონაწილეობას:

  • მეცნიერების მენეჯმენტი/სამუშაო ჯგუფის შეხვედრები;
  • სამეცნიერო სემინარები და ვორქშოფები;
  • მოკლევადიანი სამეცნიერო მისიები;
  • ტრენინგ სკოლები და კვლევითი კონფერენციები;
  • დისემინაციასთან დაკავშირებული აქტივობები.

COST Actions არ ითვალისწინებს კვლევების დაფინანსებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ COST Actions მიჩნეულია ერთერთ ქმედით ინსტრუმენტად, რომელიც მკვლევრებს ხელს უწყობს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაში. ასევე ჰორიზონტი 2020 პროგრამით გამოცხადებულ კონკურსებისთვის ძლიერი კონსორციუმის შექმნაში.

საინფორმაციო დღეზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: h2020georgia@gmail.com 2017 წლის 1 ოქტომბრის 5 საათამდე.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა იხილეთ აქ