COST Actions საინფორმაციო დღე გაიმართა

2017 წლის 2 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების 2017 წლის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებშ ასოციაციის ხელშეწყობით, გაიმართა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის “COST Actions”-ების საინფორმაციო დღე“  2017 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

 

საინფორმაციო დღეს გაუძღვა COST-ის ასოციაციის წარმომადგენელი, სამეცნიერო მიმართულების ოფიცერი ქ-ნი ინგა დადეშიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია COST ასოციაციის საქმიანობის შესახებ, COST აქციებით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.

ინგა დადეშიძის პრეზენტაცია: COST-Presentation-Georgia 2017

 

COST-ი   მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამაა, რომელიც  ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 ბიუჯეტიდან ფინანსდება. COST-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის მასშტაბით მკვლევრების მობილობის ზრდასა და საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დამყარებას  COST აქციებში (COST Actions) ჩართვის გზით და სხვადასხვა ე.წ. „networking” ინსტრუმენტების გამოყენებით.

 

შეგახსენებთ, რომ COST აფინანსებს მკვლევართა და ინჟინერთა სამეცნიერო კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებში, სემინარებში,, ტრენინგ სკოლებში მონაწილეობას, ასევე მოკლევადიან სამეცნიერო ვიზიტებისა და სხვა neworking აქტივობების განხორციელებას, აბსოლუტურად ყველა სამეცნიერო თემაზე. COST Actions არ ითვალისწინებს კვლევების დაფინანსებას.

 

COST Actions მიჩნეულია ერთერთ ქმედით ინსტრუმენტად, რომელიც მკვლევრებს ხელს უწყობს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაში. ასევე ჰორიზონტი 2020 პროგრამით გამოცხადებულ კონკურსებისთვის ძლიერი კონსორციუმის შექმნაში.