მარი სკლოდოვსკა-კიურის ინოვაციური ტრენინგ ქსელების კონკურსი

ინოვაციური ტრენინგ ქსელების (ITN)  მიზანია, მოამზადონ ახალი თაობის შემოქმედებითი, ენტრეპრენერული უნარების მქონე და ინოვაციური დამწყები მკვლევარები, რომლებსაც შეეძლებათ გაუმკლავდნენ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს, გარდაქმნან ცოდნა და იდეები ეკონომიკური და სოციალური სარგებლობის მქონე პროდუქტებად და სერვისებად.

 

ინოვაციური ტრეინინგ ქსელების (ITN) მიზანია, გააუმჯობესოს კვლევის ხარისხი, სტრუქტურა და დოქტორანტთა ტრენინგი ევროპაში,  ტრადიციული აკადემიური კვლევითი ტრენინგ გარემოს გაფართოებით, მათში ღია მეცნიერების ელემენტების ინკორპორირების გზით და მკვლევარების სათანადო კომბინაციის მქონე კვლევასთან დაკავშირებული და გადაცემადი კომპეტენციების აღჭურვის მეშვეობით. აღნიშნული ქსელები მნიშვნელოვნად გაზრდის მკვლევართა კარიერულ პერსპექტივებს როგორც აკადემიურ ისე არა-აკადემიურ სექტორებში საერთაშორისო, ინტერდისციპლინარული და ინტერ-სექტორული მობილობის გზით.

 

საპროექტო წინადადების ფარგლები:

ITN ხელს უწყობს კონკურენციის პრინციპით შერჩეულ ერთობლივ კვლევით ტრენინგებსა და/ან სადოქტორო პროგრამებს, რომლებსაც ახორციელებენ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოსა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტების, კვლევითი ინფრასტრუქტურების, ბიზნესის, მცირე და საშუალო საწარმოების და სხვა სოციო-ეკონომიკური მოთამაშეებისაგან შექმნილი პარტნიორობები.

 

აღნიშნულ პარტნიორობებს შესაძლებელია ჰქონდეს შემდეგი სახის კოლაბორაციული ფორმები – ევროპის ტრეინინგ ქსელები, ევროპის ინდუსტრიული დოქტორანტურა და ევროპის ერთობლივი დოქტორანტურა.

 

თითოეულ პროგრამას უნდა ჰქონდეს ნათლად იდენტიფიცირებული სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ქსელის მასშტაბით ჩატარებულ ტრენინგებს კოორდინირებას უწევს და აქტიურ და მდგრად კომუნიკაციას ამყარებს, ასევე ახდენს საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას პარტნიორებს შორის, რათა მაქსიმალურად გაზარდოს პარტნიორობის სარგებელი.

 

პროგრამა გამოიყენებს მონაწილე ორგანიზაციების დამხმარე კომპეტენციებს და შესაძლებლობას მისცემს მათ, გაცვალონ ცოდნა, ხელს შეუწყობს კავშირების დამყარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, სემინარებისა და კონფერენციების გამართვას.

 

ტრენინგი უნდა პასუხობდეს განსაზღვრულ კვლევით სფეროში კარგად-იდენტიფიცირებულ საჭიროებებს,  მიმართული უნდა იყოს ინტერ და მულტიდისციპლინარულ დარგებთან და შესაბამისობაში იყოს ინოვაციური სადოქტორო ტრენინგების შესახებ ევროკავშირის პრინციპებთან. ტრენინგი უპირველესყოვლისა ფოკუსირებული უნდა იყოს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ცოდნაზე, რომელიც მიიღება  ინდივიდუალური, პერსონალიზირებული პროექტების კვლევის გზით.

 

მკვლევარების დასაქმების გაზრდის მიზნით, კვლევითი ტრენინგები უნდა ითვალისწინებდეს თითოეული მკვლევარის მნიშვნელოვანი ხარისხით ჩართვას არა-აკადემიურ სექტორში.

 

მკვლევრების კვლევითი მივლინებები (Secondments) სხვა ბენეფიციარ და პარტნიორ ორგანიზაციებში რეკომენდირებულია. მხარდაჭერა ექნება ისეთ ტრენინგ მოდულებს, მათ შორის ციფრული მოდულებს, რომლებიც ეხება საკვანძო გადაცემად უნარებს, რომელიც ყველა დარგისთვის საერთოა და რომელიც ხელს უწყობს ღია მეცნიერების კულტურის, ინოვაციისა და ენტრეპრენერობის დამკვიდრებას.

 

კვლევის ცვლადი ბუნების ასახვის მიზნით, ტრენინგმა უნდა მოამზადოს დამწყები მკვლევარები გაძლიერებული კვლევითი თანამშრომლობისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის, რომელიც შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით (მაგ. კოლაბორაციული ინსტრუმენტები, ღია წვდომა, დაუმუშვებელი მონაცემები, ა.შ.).

 

კარიერული განვითარების გეგმა ხელმძღვანელ(ებ)მა და შერჩეული ქსელით სამუშაოზე აყვანილმა დამწყებმა მკვლევარმა ერთობლივად უნდა შეიმუშაონ. კვლევითი მიზნების გარდა, აღნიშნული გეგმა უნდა მოიცავდეს მკვლევარის ტრენინგ და კარიერულ საჭიროებებს, მათ შორის გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციებისა და კონფერენციებში მონაწილეობის დაგეგმვას.

 

ყურადღება უნდა მიექცეს ხელმძღვანელობის და მენტორული მექანიზმების ხარისხს, ასევე კარიერულ დაგეგმვასა და კონსულტაციას. მკვლევარების ერთობლივი ხელმძვანელობა სავალდებულოა ევროპის ერთობლივ დოქტორანტურასა და ევროპის ინდუსტრიულ დოქტორანტურებისთვის და რეკომენდირებულია, ევროპის ტრენინგ ქსელებისთვის. ევროპის ინდუსტრიულ დოქტორანტურაში, მკვლევარის ერთობლივი ხელმძღვანელობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე ერთი ხელმძღვანელის მიერ აკადემიური სექტორიდან და ერთი ხელმძღვანელის მიერ არა-აკადემიური სექტორიდან. ეს მექანიზმი მხედველობაში იქნება მიღებული საპროექტო წინადადების შეფასებისას.

 

ევროპის ინდუსტრიული დოქტორანტურა და ევროპის ერთობლივი დოქტორანტურაში, დამწყები მკვლევარებისთვის შეთავაზებული სამეცნიერო-კვლევითმა სტიპენდიებმა მკვლევარი უნდა მიიყვანოს დოქტორის ხარისხამდე. ევროპის ერთობლივი დოქტორანტურამ შედეგად უნდა მოიტანოს ერთობლივი ხარისხი – ერთი დიპლომი, რომელიც გაცემულია სულ მცირე ორი უმაღლესი განათლების დაწესებულებების მიერ, რომლებიც სთავაზობენ ინტეგრირებულ პროგრამას და ოფიციალურად აღიარებული არიან იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული ხარისხის გამცემი ინსტიტუტები მდებარეობს), ორმაგი ან მულტი დოქტორის ხარისხი [ორმაგი ან მულტი ხარისხი – ორი ან მეტი სახელმწიფო დიპლომი, რომელიც გაცემულია ორი ან მეტი უმაღლესი განათლების დაწესებულებების მიერ და ოფიციალურად აღიარებული არიან იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული ხარისხის გამცემი ინსტიტუტი მდებარეობს] რომელსაც გასცემს დაწესებულება სულ მცირე ორი სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

ევროპის ინდუსტრიული დოქტორანტურასა და ევროპის ერთობლივი დოქტორანტურის შემთხვევებში, სადოქტორო პროგრამაში ჩარიცხვა და ერთობლივი მართვის სტრუქტურის შექმნა – ერთობლივი მიღება (ევროპის ერთობლივი დოქტორანტურის შემთხვევაში), შერჩევა, ხელმძღვანელობა, მონიტორინგი და შეფასების პროცედურები – სავალდებულოა. ეს მექანიზმები იქნება მხედველობაში მიღებული საპროექტო წინადადების შეფასების დროს.

საპროექტო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2018 წლის 17 იანვარი, ბრიუსელის დროით 17:00:00

დაწვრილებით კონკურსის შესახებ გადადით ამ ბმულზე